ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი

ჯ.კ. როულინგი

₾ 16.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941306846
გვერდები 326
ფორმატი 14.50/21.50
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი: ქეთი ყანჩაშვილი

მკვლევარი და მაგიზოოლოგი ნიუტ სკამანდერი, რომელიც ყველაზე იშვიათი და უნიკალური ჯადოსნური ცხოველების აღმოჩენისა და დაცვის სურვილით მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, ნიუ-იორკში ჩადის. ის აქ მხოლოდ მოკლეხნიან გაჩერებას გეგმავს, მაგრამ თავისი უჩვეულო, მრავალგვარი ჯადოსნური არსებით სავსე ჩემოდანი შემთხვევით მაგლის ჩემოდანში ერევა და ცხოველების ნაწილი ნიუ-იორკის ქუჩებში იფანტება…

ამავე დროს, ქალაქში აშშ-ის მაგიური კონგრესისა და აურორებისთვისაც გამოუცნობი, ბნელით მოცული ამბები ტრიალებს, რომელთაც მაგიური სამყარო ძლევამოსილ ჯადოქარს – გრინდელვალდს უკავშირებს.

„ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ ჯოან როულინგის სადებიუტო კინოსცენარია. მასში მოვლენები ჰარი პოტერის ისტორიამდე ნახევარი საუკუნით ადრე ვითარდება და ახალ გმირებთან ერთად, ჯადოქრულ სამყაროში ცნობილ პერსონაჟებსაც ვხვდებით. ნიუტ სკამანდერის თავგადასავლები ამ სამყაროს დიად მოვლენებთანაა გადაჯაჭვული და „ჰარი პოტერის“ სერიის ერთგვარ
პრეისტორიადაც შეიძლება ჩაითვალოს.

სცენარის მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი ედი რედმეინი ასრულებს, პირველი ნაწილია ხუთფილმიანი სერიისა, რომელიც ჯადოსნურ სამყაროში
1920-1950-იან წლებში განვითარებულ უდიდეს მოვლენებზე მოგვითხრობს. ამ სერიით უკვე გამოსულია ორი ფილმი: „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ და „გრინდელვალდის დანაშაულები“.