გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941308826 |
გვერდები | 732 |
ფორმატი | 14.5/21.5 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
1867 წლის მიწურულს, 27 ნოემბრის ცივ, ნესტიან დილას, ვარშავიდან მომავალ მატარებელში ერთმანეთს სრულიად შემთხვევით, მაგრამ საბედისწეროდ გადაეყრებიან პარფენ სემიონოვიჩ როგოჟინი და ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი – ასე იწყება მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულად ღრმა, მისტიკური და მრავლისმომცველი რომანი, ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) „იდიოტი“.
ადამიანთა მისწრაფება, ერთმანეთის ცხოვრებაში თუნდაც ძალადობრივად დაიმკვიდრონ ადგილი, თავად მიშკინსაც თავმბრუდამხვევ ქარტეხილებში შეითრევს. სიკვდილით დასჯის საშინელება, ქალის ვნებით შეპყრობა, პირადი სარგებლისათვის სხვების ბედისწერით მანიპულირება თუ მომაკვდინებელი სენი, რომელიც ღმერთის წინააღმდეგ პროტესტს აღძრავს, ცხოვრებისაგან გაუცხოებულ თავადს მტკივნეული, მივიწყებული განცდებისა და საფიქრალის მორევში ითრევს და უამრავი განსხვავებული პერსონაჟის სატკივართან აახლოებს.
მშვიდი ცხოვრება თუ სხვისი სულის გადარჩენის მძიმე პასუხისმგებლობა? – სწორედ ეს დილემა გამოკვეთს ყველაზე მკაფიოდ ფიოდორ დოსტოევსკის უმთავრეს ფილოსოფიურ საზრუნავს: რა არის ადამიანი?
ძმები კარამაზოვები
₾ 27.90