გველისმჭამელი

ვაჟა-ფშაველა

₾ 10.50 ₾ 14.95 -30%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941504402
გვერდები 38
ფორმატი 18/25
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ვაჟა-ფშაველას ცნობილი პოემა „გველისმჭამელი“ ადამიანის ბუნებასთან იდუმალ კავშირს ეძღვნება. მეტაფორულად თუ ვიტყვით, მინდიას სახით ვაჟა-ფშაველამ საკუთარი პორტრეტიც დახატა, ბუნების ჭეშმარიტი შვილისა, ვისთვისაც ამ ბუნების საიდუმლო ყველაზე მეტად ცხადია. თუმცა, ნებისმიერი საიდუმლო შესაძლოა ადამიანის ცხოვრების მთავარ სირთულედაც იქცეს. ასე დაემართა მინდიას, რომელმაც ქაჯეთში ტყვეობისას ადამიანთათვის მიუწვდომელი ცოდნა შეიძინა და თავის სოფელში ამ ცოდნით დაბრუნდა...
 
მინდიას ესმის, რას საუბრობენ ხეები, ბალახები, ფრინველები და ცხოველები; თუმცა, ეს ცოდნა მისგან მსხვერპლს მოითხოვს. შეძლებს მინდია ბუნებასთან ამ საიდუმლო კავშირის შენარჩუნებას? ეყოფა ძალა, ოჯახზეც იზრუნოს და ბუნებაზეც?..
 
ტექსტი მოამზადა ნინო სადღობელაშვილმა
ილუსტრატორი: სოფო კირთაძე