ესპანური ენის გრამატიკა - Gramatica de Espano

თეა გვასალია

₾ 19.96 ₾ 24.95 -20%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941318603
გვერდები 160
ფორმატი 16.5:23.5
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მეგობარო, თუ ამ სიტყვებს კითხულობ, ე. ი. ესპანურის სწავლა გინდა, ან უკვე სწავლობ. სწორი გადაწყვეტილებაა. ესპანური, გარდა იმისა, რომ ულამაზესია, მნიშვნელობით მეორე ენადაა აღიარებული მსოფლიოში, რადგან ის 400 მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური და 20 ქვეყნის ოფიციალური ენაა.

გრამატიკა ნებისმიერი ენის ჩონჩხია, რომელსაც ლექსიკით ვასხამთ ხორცს. ამ წიგნში შევეცადე, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად ამეხსნა ყველა ის გრამატიკული ასპექტი, რაც ესპანური ენის შესწავლისთვისაა აუცილებელი.

ესპანურის შესწავლის მსურველები ხშირად მეკითხებიან:

– რთულია თუ არა ესპანურის გრამატიკა?

– არც ისე. ინგლისურის გრამატიკაზე ოდნავ რთული და ფრანგულისაზე გაცილებით მარტივია. ასე რომ, ცოტა მონდომება და შენც შეუერთდები ესპანურენოვანთა მრავალმილიონიან არმიას!  – თეა გვასალია