გრინდელვალდის დანაშაულები

ჯ.კ. როულინგი

₾ 16.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941306853
გვერდები 334
ფორმატი 14.50/21.50
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი: ეკატერინე სუმბათაშვილი

ჯოან როულინგის „ჯადოსნური ცხოველების“ სერიის მეორე ნაწილი,  „გრინდელვალდის დანაშაულები“, რომლის მოქმედებაც ძირითადად 1927 წლის პარიზში ვითარდება, გრინდელვალდის აღზევების საწყისი პერიოდის ჯადოქრულ სამყაროზე მოგვითხრობს.

ნიუტ სკამანდერი ნიუ-იორკში შეძენილ მეგობრებთან – დებ გოლდშტაინებთან და ჯეიკობ კოვალსკისთან ერთად კვლავ მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ხვდება.

ძლევამოსილ ბნელ ჯადოქარ გრინდელვალდს, ნიუტ სკამანდერის დახმარებით, ნიუ-იორკში იჭერენ, მაგრამ ადამიანების მოხიბვლის უნარით განთქმული ჯადოსანი გაქცევას ახერხებს და თანდათან მიმდევრებსაც იკრებს.

გრინდელვალდი დევიზით „დიდი სიკეთისთვის“, ჯადოქრების არამაგიურ არსებებზე გაბატონებას ქადაგებს. ახალგაზრდა დამბლდორი კი, რომელიც ჰოგვორტსის ტრანსფიგურაციის პროფესორია, მიუხედავად მაგიის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნისა, უარს ამბობს გრინდელვალდთან დაპირისპირებაზე.

სამაგიეროდ, ის თავის ყოფილ სტუდენტს, ნიუტ სკამანდერს სთხოვს, იპოვოს ობსკურუსი ქრიდენსი, რომელიც ნიუ-იორკში დატრიალებული არეულობის შემდეგ პარიზში იმალება. ობსკურუსს გრინდელვალდი და მისი რაზმიც კვლავ დაჟინებით ეძებენ.