გრანელის სევდა და სხვა

ზურაბ ცხონდია

₾ 8.48 ₾ 16.95 -50%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941310195
გვერდები 556
ფორმატი 14.5X20.5
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ვერა და ვერ გავითავისეთ ის ჭეშმარიტება, რომ არ არსებობს შენი პირადი ბედნიერება შენი ხალხის კეთილდღეობის გარეშე“, – აი ასეთ კრიტიკულ (უფრო – თვითკრიტიკულ!), სამწუხარო სიმართლის მღაღადებელ ფრაზას ამოიკითხავთ ამ წიგნში. ბატონ ზურაბ ცხონდიას, მის ავტორს, პირადად ვიცნობდი. მასთან საუბრების შემდეგ უჩვეულოდ სასიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა, რისი მიზეზი შესაძლოა ეს იყო: მაშინაც კი, როცა გეკამათებოდა, გრძნობდი – შენ წინაშე იდგა არა მოწინააღმდეგე, არამედ თანამგზავრი ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე. ჩემი აზრით, სწორედ ეს ჰმატებდა ამ ინტერესმრავალ პიროვნებას, ღრმააზროვანი საუბრების დიდოსტატს, არაჩვეულებრივ მომხიბვლელობას. ასეთი ადამიანის – ქვეყნის ბედზე მოფიქრალის, გონიერი დამკვირვებლის, ნიჭიერი მთხრობელის – ყოველი ჩანაწერი, ყოველი მოსაზრება მართლაც რომ ძვირფასია და გულთან მისატანი. ამ წიგნიდან ისიც კარგად ჩანს, რა ბედნიერებაა ამგვარი კაცის ყოლა ნებისმიერი ქალაქისათვის”▪️ლევან ბრეგაძე