| გამომცემლობა | დიოგენე |
|---|---|
| ISBN | 9789941117831 |
| გვერდები | 822 |
| ფორმატი | 13.5/19.5 |
| გამოცემის თარიღი | 2023 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ.
„ფუკოს ქანქარა“ ცნობილი იტალიელი მწერლისა და მეცნიერის, უმბერტო ეკოს (1932-2016) მეორე რომანია, რომელიც ავტორის სადებიუტო „ვარდის სახელზე“ არანაკლებ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. განუმეორებელი სტილი - ისტორიული ფაქტებით მდიდარი, სახალისო და, ამავდროულად, სევდიანი თხრობა დღესაც, რომანის გამოცემიდან თითქმის 30 წლის შემდეგ, აჯადოებს მკითხველს.
ერთ-ერთი მილანური გამომცემლობის რედაქტორები ოკულტური მეცნიერებებით, საიდუმლო საზოგადოებებით, მსოფლიო შეთქმულებებით ერთობიან. ასე, თამაშ-თამაშით, მოიფიქრებენ „გეგმას“, მაგრამ მეტისმეტი მოსდით: ვიღაც მართლა დაიჯერებს მათ შეთხზულ ისტორიას და დაუნდობელ ბრძოლას იწყებს საიდუმლოს გასაღების ხელში ჩასაგდებად…
ფუკოს ქანქარა
₾ 29.95
მტრის ხატის შექმნა
₾ 16.95