გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941482755 |
გვერდები | 627 |
ფორმატი | 14.5/20.5 |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ცნობილი კინორეჟისორის, გახმაურებული ფილმების – „ქვევრი“, „ქალაქი ანარა“, „მოცურავე“ – ავტორის, ირაკლი კვირიკაძის ავტობიოგრაფიული წიგნი „ფელინის ლოყა“ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნოველებს აერთიანებს. კინოამბისთვის დამახასიათებელი ჟანრთა სხვადასხვაობა წიგნის დინამიკას კიდევ უფრო აძლიერებს – კომედია, დრამა, თრილერი, ტრაგიკომედია ერთმანეთს ენაცვლება.
ამ წიგნში ფედერიკო ფელინის შემთხვევით გადაეყრები. ტონინო გუერა კი გაიძულებს, საოცარი ამბები მოჰყვე საბჭოური ქვეყნის ცხოვრებიდან, სადაც ზღვარი რეალურსა და გამოგონილს შორის ისეთივე მყიფე და იოლად გადასალახია, როგორც ქვეყნებს შორის გავლებული სახელმწიფო საზღვარი, პატარა ღელეს რომ მიუყვება, და ისევე რთულია იმ წარმოსახვითი ხაზის გადალახვა, როგორც საზღვრისა დედაბრისთვის, ღელის გადაღმა გარდაცვლილი ძმისთვის ადათით დაწესებული რიტუალის აღსასრულებლად ნახევარი ევროპის შემოვლა რომ უწევს…
წიგნის პერსონაჟები მსოფლიო ადამიანები არიან, ამბები კი დაუჯერებელი და შთამბეჭდავია – აინშტაინი ღმერთის ჩამნაცვლებლად მუშაობს და ლუციფერი – ბერიას, სამყაროს მართვის სადავეების ხელში ჩასაგდებად მომართული არსებისთვის ხელის შესაშლელად იბრძვის. ადამიანები წყალქვეშა კასრით ცდილობენ, გააღწიონ კომუნისტური რკინის ფარდის მიღმა, სადაც სტალინის შარდში ამოლუმპული და ამით გაბედნიერებული საბჭოთა ოფიცრების მომდევნო თაობები, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ ამერიკაში „კომუნებად” გადაბარგებულნი, იქაური წესრიგის საკუთარით ჩანაცვლებას ესწრაფვიან…
ცნობილი კინორეჟისორის, გახმაურებული ფილმების – „ქვევრი“, „ქალაქი ანარა“, „მოცურავე“ – ავტორის, ირაკლი კვირიკაძის ავტობიოგრაფიული წიგნი „ფელინის ლოყა“ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნოველებს აერთიანებს. კინოამბისთვის დამახასიათებელი ჟანრთა სხვადასხვაობა წიგნის დინამიკას კიდევ უფრო აძლიერებს – კომედია, დრამა, თრილერი, ტრაგიკომედია ერთმანეთს ენაცვლება
ლიტერატურული წახნაგები – რუსთაველიდან ნიცშემდე
₾ 11.40 ₾ 18.95 -40%
ქართული მატრიცა
₾ 9.70 ₾ 14.95 -35%
1001 ზღაპარი საქართველოზე (ტომი I)
₾ 13.00 ₾ 19.95 -35%