ბერი ერმოლაოსი - სიყვარული სიცოცხლეა

ბერი ერმოლაოსი

₾ 11.95

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა
ISBN 9789941950605
გვერდები
ფორმატი
გამოცემის თარიღი
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

„სიყვარული სიცოცხლეა“

მე არ ვარ პოეტი, რომ ახალ-ახალი რითმებისმუსიკით გაგაოცოთ, არც მწერალი ვარ, რომ სიუჟეტების სიმრავლით და სიტყვის მხატვრულობით განუგეშოთ, არც ფილ ოსოფოსი ვარ, რომ აზრთა ხლართვებით გაგართოთ. სამწუხაროდ, არც ისე მამაცი ვარ, რომ რასაც ვფიქრობ, ყველაფერი გითხრათ, მით უმეტეს, უსაშველოდ შორსა ვარ ისეთი სიწმიდისგან, რომ ჩემი ნაფიქრალი ღვთიურის ნაწილად მივიჩნიო და მისთვის თავი დავდო.

მე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, გაგიზიაროთ ჩემი სიხარული – უფალთან ათწლიანი ურთიერთობის სიხარული, გაგაგებინოთ ჩემი მწირი სულიერი გამოცდილების მთავარი შედეგი – თავდადებული სიყვარულია ადამიანის ბედნიერების ერთადერთი საშუალება. რა თქმა უნდა, ეს თქვენ, ყველამ, უჩემოდაც იცით, მაგრამ ვიფიქრე, სიყვარულის მაცოცხლებელი ძალის კონკრეტული გამოვლინების გაცნობა არ იქნებოდა თქვენთვის ზედმეტი. მე მხოლოდ სიყვარულზე გესაუბრებით, მის ძალას, მშვენიერებასა და ღვთიურობას გიმოწმებთ


წიგნები ვერ მოიძებნა