გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941482441 |
გვერდები | 78 |
ფორმატი | 11/17.5 |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
„ასოციაციური მძივი ასე შეგვიძლია დავშალოთ: ერესი, ეკლესია, ერეკლე... ერეკლესია. წარმოსახვის ჯაჭვს თუ დავაგრძელებთ, ცნობიერების რომელიღაც მღვიმეში ერეკლეს სასახლეც გამოჩნდება, შიგ მოინაუგურაციე პრეზიდენტითურთ. მავანმა შეიძლება იფიქროს, სად ერეკლე და სად პრეზიდენტიო, მაგრამ უყვარს ამ ავტორს ძალაუფლების მქონეებზე წერა, სეტერის ინსტინქტით დასდევს იერარქიების კენწეროებზე მოკალათებულ ხალხს, და ამავე დროს, ის არის ექო იმ ადამიანებისა, რომლებიც გულში იკლავენ სათქმელს წნეხის ქვეშ მოქცეულები, მიზეზი კი ან ეკონომიკურია, ან პოლიტიკური და ზოგ შემთხვევაში – იქნებ მეტაფიზიკურიც. შესაბამისად, შეიძლება იყოს თუ არა ხელოვნება აპოლიტიკური – ამ კითხვას ამ კრებულის ავტორს არასოდეს დაუსვამენ, რადგან ამ კითხვაზე პასუხია მთელი ეს კრებული.
◻️ რაა დასამალი, მოძველებული (ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის) კულტურა ცდილობს მოსაწყენობა მაღალ სტილად შემოგვასაღოს. მაგრამ – გეცოდინებათ – ყოველთვის არ ხდება ის, რაც მამას უნდა. უფრო ხშირად ის ხდება, რაც დეისაძეს უნდა. და ასე უკეთესია. სიტყვაზე მენდეთ.“ – პაატა შამუგია.
ასოციაციური მძივი ასე შეგვიძლია დავშალოთ: ერესი, ეკლესია, ერეკლე... ერეკლესია. წარმოსახვის ჯაჭვს თუ დავაგრძელებთ, ცნობიერების რომელიღაც მღვიმეში ერეკლეს სასახლეც გამოჩნდება, შიგ მოინაუგურაციე პრეზიდენტითურთ. მავანმა შეიძლება იფიქროს, სად ერეკლე და სად პრეზიდენტიო, მაგრამ უყვარს ამ ავტორს ძალაუფლების მქონეებზე წერა, სეტერის ინსტინქტით დასდევს იერარქიების კენწეროებზე მოკალათებულ ხალხს, და ამავე დროს, ის არის ექო იმ ადამიანებისა, რომლებიც გულში იკლავენ სათქმელს წნეხის ქვეშ მოქცეულები