გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941478949 |
გვერდები | 372 |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | 2019 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
გერმანულიდან თარგმნა დალი ბუჩუკურმა
„თეოდორ ფონტანე (1819-1898 წ წ.) გერმანული რეალიზმის ცენტრალური ფიგურაა. მან საფუძველი ჩაუყარა სოციალურ რომანს, როგორც ჟანრს და უდიდესი გავლენა მოახდინა გერმანელი მწერლების მთელ პლეადაზე, რომელთაგან საგანგებოდ უნდა გამოვყოთ თომას მანი. მისი რომანი „ბუდენბროკები“ დიდწილად ფონტანეს სტილს ეფუძნება, რაც თომას მანმა აღნიშნა კიდეც თავის ვრცელ ესეში „მოხუცი ფონტანე“ (1910 წ.). თეოდორ ფონტანეს ლიტერატურული მემკვიდრეობა ხელახლა გადააფასეს XXI საუკუნის დამდეგს. ფონტანე – ბრანდენბურგელი-პრუსიელი მწერალი ამიერიდან აღიარებულია ეროვნულ გერმანელ ავტორად და მისი ნაწარმოებების მკითხველთა რეიტინგიც საგრძნობლად გაიზარდა.
თეოდორ ფონტანეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი „ეფი ბრისტი” (1894/1895 წწ.) იმავე პრობლემას ეხება, რასაც ფლობერის „მადამ ბოვარი“ (1856/1857 წწ.) და ტოლსტოის „ანა კარენინა“ (1877/1878 წ წ.). ვილჰელმინურ ერაში არისტოკრატული და ბიურგერული საზოგადოება სასტიკად კიცხავს და რიყავს თავისი რიგებიდან ქალს, რომელიც არღვევს ამ საზოგადოების მიერვე დაწესებული მორალური კოდექსის ჩარჩოებს. თეოდორ ფონტანეს რომანში „ეფი ბრისტი” ასახულია ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, რომელიც მსხვერპლად ეწირება პრუსიული მაღალი საზოგადოების მანკიერებას, ზნედაცემულობასა და უსულგულობას. რომანის სიუჟეტის არქიტექტონიკა და მძაფრი ფსიქოლოგიური და მორალური ნარატივი უთუოდ დააინტერესებს ქართველ მკითხველსაც. რომანი თარგმნილია მრავალ ენაზე. არსებობს მისი რამდენიმე კინოეკრანიზაცია.“
მანანა პაიჭაძის ბოლოსიტყვაობიდან