გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941421730 |
გვერდები | 124 |
ფორმატი | 12.5x17 |
გამოცემის თარიღი | 2012 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
გერმანულიდან თარგმნა მანანა კვატაიამ
გრიგოლ რობაქიძის ესეების კრებული „დემონი და მითოსი“ 1935 წელს გერმანულ ენაზე იენაში, დიდერიხის გამომცემლობაში დაიბეჭდა. წიგნმა ევროპაში დიდი აღიარება დაიმსახურა, საქართველოში კი მისი ავტორი „ხალხის მტრად“ შეირაცხა. რობაქიძის ყველა თხზულება ათწლეულების მანძილზე ტაბუდადებული იყო.
„დემონისა და მითოსის“ დახვეწილ, მაღალმხატვრული ოსტატობით შექმნილ ესეებში ნათლად იკვეთება გრიგოლ რობაქიძის ფართო თვალსაწიერი, ერუდიცია, უმაღლესი ინტელექტი, თემებისა და ინტერესთა ფართო სპექტრი. ეს ღრმა ფილოსოფიური ნააზრევი თანამედროვე მსოფლიოს პრობლემატიკასაც აქტიურად ეხმიანება. არაა გამორიცხული, რომ მათი ქართული ტექსტებიც თავის დროზე არსებობდა (ან დღესაც არსებობდეს).