გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941315138 |
გვერდები | 118 |
ფორმატი | 14/20 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ნიკოლას მელინი, ესპანელი მწერალი, მცირე რომანებისა და მოთხრობების ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ავტორია. გამოირჩევა წერის განსხვავებული მანერით, ზუსტი და ინტენსიური თსხრობით მკითხველის ყურადღებას მიმართავს ადამიანის სიღრმისეულ, ფარულ პრობლემებზე. წერს კინოსცენარებსა და სტატიებს. ასევე, ის ესპანელ-ამერიკელი მწერლების საერთაშორისო ფესტივალის დირექტორია.
ნიკოლას მელინის რომანი „დაზაფრული ატლანტები“ მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა ქალზე, რომლებიც ერთად არიან, თუმცა მათი ურთიერთობ ტკივილიანია
ერთი მათგანი სირიელ ლტოლვილებს ეხმარება, რომლებიც დიდი ტანჯვით აღწევენ ევროპის ნაპირებს, სადაც მათ მაინცდამაინც დიდი სტუმართმოყვარეობით არ ეგებებიან. ლუსის ლტოლვილებზე ზრუნვაში ეხმარება იზაბელეც. სამწუხაროდ, სხვათა ტანჯვის გამზიარებლები, თავად ვერ აღწევენ მას თავს. ლუსის წარსული, ბავშვობაში გადატანილი მძიმე ჭრილობები არ აძლევს საშუალებას, თავისუფლება მოიპოვოს სიყვარულში, რაც ტკივილს აყენებს მის პარტნიორს და მის სიყვარულში ეჭვს უჩენს. იზაბელე, თავის მხრივ, დაზაფრულია ყოველ წამს ცხოვრებაში შემოჭრილი რეკლამებით და თავდაუშოგავად ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ეს ყველაფერი კი მათს ურთიერთობას ბზარს უჩენს.