გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941313684 |
გვერდები | 270 |
ფორმატი | 14/20.5 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ადრე თუ გვიან ცხინვალიც ჰპოვებს თავის სრულქმნილ მხატვრულ ხატს, ურომლისოდაც აღარ გაეძლება მკითხველს, და ეთერ თედიაშვილის მოთხრობებიც და რომანებიც ამ მხრივ თავიანთ მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ.
საგულისხმოა, რომ მწერალი რომანის ფინალს ღიას ტოვებს და – პროსპერ მერიმეს კვალობაზე – მკითხველს სთხოვს, თავიანთი ნება-სურვილით დაასრულონ თხრობა, თუმც ის დასასრულიც მხოლოდ პირობითი იქნება, რადგანაც პერსონაჟებმა კვლავაც უნდა გააგრძელონ ტრიალი უხილავ დიდ წრეში, მართლაც რომ გავარვარებული მზის გარშემო მოციმციმე ვარსკვლავებივით. და იქ უნდა იბრუნოს ცხინვალის ხატმაც, ვიდრე კვლავ მიწაზე დაეშვებოდეს ჩვენდა ნუგეშად და საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრულფასოვნების შესაგრძნობ-განსაცდელადაც“, – როსტომ ჩხეიძე.