ცნობილი ხუთეული: ხუთეულის ახალი თავგადასავალი (წიგნი 2)

ენიდ ბლაიტონი

₾ 7.90 ₾ 7.90 -0%

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941301230
გვერდები 160
ფორმატი 14 X 20
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი: ანი კოპალიანი

ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი – ცნობილი ხუთეული ახალი თავგადასავლის მონაწილე ხდება! მეგობრები ისევ კირინის კოტეჯში იკრიბებიან და საშობაო არდადეგებს ერთად ატარებენ, თუმცა ამჯერად არც ელიან, რომ რაიმე საინტერესო გადახდებათ თავს – ზამთრობით ხომ ზღვა მუდმივად აღელვებულია და კირინის კუნძულზე გამგზავრება ასეთ დროს ძალზე სახიფათოა. ბავშვებს ახალი თავგადასავლის იმედი ლამის გადაეწუროთ, რომ მოულოდნელად, კირინის ფერმაში სტუმრობისას, ჯულიენი აღმოაჩენს ძველისძველი ქსოვილის ნაგლეჯს, რომელზეც უცნაური მინიშნებებია გამოსახული. სწორედ ამ აღმოჩენის დახმარებით , განუყრელი მეგობრები კიდევ ერთ იდუმალებით მოცულ დანაშაულს გამოიძიებენ.