ბუზთა ბატონი

უილიამ გოლდინგი

₾ 14.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941235672
გვერდები 252
ფორმატი 13.00/19.50
გამოცემის თარიღი 2022
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

მთარგმნელი: ნინო ქაჯაია

1980 წლის ბუკერისა და 1983 წლის ნობელის პრემიების ლაურეატი, ბრიტანელი მწერალი, უილიამ გოლდინგი (1911-1993) მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი ლიტერატორია. მან უკვე 40 წელს გადაცილებულმა დაწერა რომანი „ბუზთა ბატონი“ (1954) – უამრავი სიმბოლიკით დატვირთული ერთგვარი ლიტერატურული პაროდია, „რობინზონიადას“ ერთ-ერთი ვარიანტი, რომელშიც ველური კუნძულის ერთადერთი ცივილიზებული წარმომადგენლები ბავშვები არიან.

ამ რომანით მწერალმა არაერთი სტერეოტიპი დაანგრია და უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრილი სკოლის მოსწავლეების მაგალითზე შეულამაზებლად ასახა ადამიანის ქვეცნობიერში ცივილიზებულობის მიღმა მიმალული ურჩხული.

„ბუზთა ბატონი“ გოლდინგის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია. მის გამოქვეყნებას თავიდან დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მაგრამ 60-იანი წლების დასაწყისში ბესტსელერად იქცა და კრიტიკოსებიც დაინტერესდნენ. 1963 წელს პიტერ ბრუკმა, ხოლო 1990 წელს ჰარი ჰუკმა რომანის მიხედვით ფილმები გადაიღეს.