გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941446436 |
გვერდები | 224 |
ფორმატი | 14.8/21 |
გამოცემის თარიღი | 2015 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ინგლისურიდან თარგმნა ნინო დოლიძემ
პატრიკ უაიტი პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ავსტრალიელი მწერალია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მას ეს პატივი წილად ხვდა 1973 წელს.
კრებულში – კაკადუები შესულია ოთხი ვრცელი მოთხრობა: სავსე კუჭი, ღამით შმოპარული, სიცილიური მწუხრი და კაკადუები.
სავსე კუჭი ომისდროინდელ საბერძნეთზე მოგვითხრობს, სიკვდილის პირას მყოფ, მშიერ ადამიანებზე, უსასოოდ რომ დარჩენილან „უსიცოცხლო ქალაქის გულში“. მოთხრობაში –ღამით შემოპარული კი ახალგაზრდა ქალის ფსიქოლოგიური პორტრეტია დახატული. სიცილიური მწუხრი გვიამბობს სიცილიაში მოგზაურ ავსტრალიელ წყვილზე. სათაურის გაგება ორაზროვნად შეიძლება. გარდა იმისა, რომ პერსონაჟები მართლაც ესწრებიან მწუხრის ლოცვას, რაც ნაწარმოების ერთ-ერთ კულმინაციურ ნაწილს წარმოადგენს, მოთხრობაში ასახულია მათი ცხოვრების ერთ-ერთი ბოლო პერიოდი – ცხოვრების მიმწუხრი, როცა მათ ერთმანეთზე ზრუნვის, ავადმყოფობისა და სიკვდილის მოლოდინის მეტი არა დარჩენიათ რა. ხოლო კაკადუები ერთი პატარა ქალაქის მცხოვრებლებზე მოგვითხრობს, იმაზე, თუ როგორ იცვლება ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივი ყოფა მას შემდეგ, რაც გარეული თუთიყუშები გამოჩნდებიან ქალაქში.