გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 978-9941-463-16-7 |
გვერდები | 166 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ ჩიტების გადაულახავ საზღვრებს კვეთს. „გაღმა მხარეზე“ დანატრებული ადამიანების, სევდისა და სიხარულის, სიმწრისა და ბედნიერების, ქორწილებისა და დაკრძალვების შეხვედრის ადგილია ეს მოთხრობები... თურქეთის მიწაზე დაბადებული მწერალი ქართველობას გულით ატარებს და მონატრების სევდა სულ თან ახლავს.
ქევსერ რუჰი პროზასა და პოეზიას შორის ძალიან ვიწრო ხიდზე გადის. ქევსერის პოეტურობაში ხანდახან იგრძნობა უფსკრულისაკენ დამზიდველი ძალა. დიახ, ის თავბრუს გვახვევს, საშიშია, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი“ (სადიქ ასლანქარა – გაზეთი „რესპუბლიკა“).
პირველი წიგნით „ქარვის ქალები“ ქევსერ რუჰმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილით დაიმკვიდრა ადგილი ნოველისტებს შორის. „ჭოროხივით მოღელავდა შენი გრძელი თმები“ – ამ სახელწოდების წიგნში კი ადამიანებისა და ბუნების დახასიათების საოცარი, ორიგინალური სიმბოლოები გამოიყენა.
წიგნი გამოიცა ერგუნ ათაბაიას (გურამ ქოქოლაძე) მხარდაჭერით.