ბიჭო, არ შემარცხვინო!

მუხრან მაჭავარიანი

₾ 7.10 ₾ 10.95 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 97899414580701
გვერდები 256
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2014
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ამ წიგნს ვუძღვნი ჩემი დიდებული ქვეყნის მოსწავლე ახალგაზრდობას, დღევანდელი დღით რომ ხარობს და იმედის თვალით უმზერს მომავალს“.

 

ეს მუხრან მაჭავარიანის სიტყვებია, ერთ-ერთი თავისი წიგნისათვის წამძღვარებული.

 

იმ წიგნის გამოცემიდან უკვე დიდი ხანია გასული. მაშინდელი ახალგაზრდები ახლა ჭარმაგნი არიან. მათ შვილებსა და შვილიშვილებსაც გვინდა შევძახოთ „ბიჭო, არ შემარცხვინო!“ – როგორც მიმართავდა, ჩვენი სამშობლოს – საქართველოს სახელით, პოეტი ყმაწვილებსა და ჭაბუკებს თავის ერთ-ერთ ლექსში.

 

წიგნში შესული ლექსები ძირითადად თარიღიანია. უთარიღონი კი 1946-1956 წლებშია შექმნილი.

 

წიგნი ეძღვნება მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 85-ე წლისთავს.

 

წიგნის შემდგენელი და რედაქტორი – ნანა მაჭავარიანი