გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941463921 |
გვერდები | 392 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
შეადგინა ალექსანდრე ქურხულმა
21-ე საუკუნე, რეალური და ვირტუალური სივრცის ეს ჰიბრიდი გამონათქვამების – „სტატუსების“ ეპოქად იქცა. ბოლოს ერთად შეჰყარა მოყმე და მხცოვანი, სუსტი და ძალგულოვანი, მიჯნური და ვაჭარი, სპასპეტი და ქაჯი სოციალურმა ქსელმა, რომელსაც სწორედ „სტატუსად“ წოდებული გამონათქვამები ასაზრდოებენ. თუ ფანტაზიას მოვუხმობთ და წარმოვიდგენთ, რომ ტვიტერი და ფეისბუკი ანტიკური პერიოდიდან არსებობდა, სტატუსების დაახლოებით ასეთ სიურეალისტურ სურათს მივიღებთ: გოეთე – „შეჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!“ (თავს გრძნობს არაჩვეულებრივად), ჰომეროსი – „სამშობლოს კვამლიც კი ტკბილია“ (აწუხებს ნოსტალგია), ბერნარდ შოუ – „მხოლოდ სულელს შეუძლია იზეიმოს სიკვდილის მოახლოების წლები“ (აღნიშნავს დაბადების დღეს), მარკ ტვენი – „ბანკი არის დაწესებულება, სადაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგცემენ სესხს, თუ დაარწმუნებ, რომ ფული საერთოდ არ გჭირდება“ (გასაუბრებაზეა კრედიტოფიცერთან), იულიუს კეისარი – „შენც, ბრუტუს?“ (იმედგაცრუებულია) და ა.შ.
ეს წიგნი ინტელექტის ისტორიაა, რომელიც სხვადასხვა ეპოქის, ეროვნების, აღმსარებლობის, პროფესიის, სოციალური სტატუსისა თუ ბიოგრაფიის ადამიანს აერთიანებს და მათი ფრაზები ბევრ სქელტანიან რომანზე მეტ საფიქრალს იტევს. მოკლედ ნათქვამი გრძელი სიტყვა კი, ისეთი საჭირო, როგორც დღეს არის, არასდროს ყოფილა.
ჰომო დეუსი
₾ 22.90
ომის ლექსიკონი
₾ 18.00 ₾ 29.95 -40%
АНТИРОССИЙСКИЕ ИСТОРИИ (ანტირუსული) რუსულად
₾ 22.70 ₾ 34.95 -35%