| გამომცემლობა | ინტელექტი |
|---|---|
| ISBN | 9789941318184 |
| გვერდები | 250 |
| ფორმატი | 14x20.5 |
| გამოცემის თარიღი | 2025 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | გაყიდვაშია |
„ახლიდან წასაკითხი ლიტერატურა“ ნოდარ დუმბაძის შემოქმედების კომპლექსური კვლევაა. აქ რამდენიმე რაკურსით არის განხილული მწერლის ძირითადი ნაწარმოებები და ეპოქის კონტექსტის გათვალისწინებით, გამოკვეთილია ის ნიუანსები, რომლებიც ამ დრომდე ან საერთოდ არ ყოფილა გააზრებული, ან ძალზე ნაკლებად გაუმახვილებიათ ყურადღება. მონოგრაფიის მიზანია, მწერლის შემოქმედების სივრცეში, სხვა არაძირითად საკითხებთან ერთად, გამოკვეთოს კვლევის რამდენიმე მაგისტრალური ხაზი, კერძოდ, ტექსტის არასწორი ინტერპრეტაციის პრობლემები, ანტისაბჭოთა პათოსი საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე მწერალთან, ბიბლიურ -ქრისტიანული პარადიგმები – ანუ, ღმერთი უღმერთობის ეპოქაში შექმნილ ლიტერატურაში და იუმორისტული მოთხრობების დაფარული პათოსი. ვფიქრობთ, მონოგრაფია დააინტერესებს არა მხოლოდ ნოდარ დუმბაძის შემოქმედების გულშემატკივრებსა და ლიტერატურათმცოდნეთა პროფესიულ ნაწილს, არამედ საინტერესო იქნება ფართო საზოგადოებისათვის.
ბერტა ფონ ზუტნერი – ჩვენი მეგობარი და მოკავშირე
₾ 4.00 ₾ 12.95 -69%
საქართველო – არარჩეული გზა
₾ 19.95