გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9769941466977 |
გვერდები | 126 |
ფორმატი | A5 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ
ულრიჰ პლენცდორფმა თავისი რომანი „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებები“ 1970-იანი წლების სოციალისტური გდრ-ის ახალგაზრდული სლენგით დაწერა. მისი მთავარი პერსონაჟი ედგარ ვიბოც ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდაა; ავტორი მას გოეთესეული ვერტერის ნაკვთებსაც ანიჭებს და, ამავდროულად, სელინჯერის ჰოლდენთან (თამაში ჭვავის ყანაში) და დეფოს რობინზონთან (რობინზონ კრუზო) პარალელებს ავლებს.
ეს ეგრეთ წოდებული „მონტაჟური რომანია“, ანუ შინაარსითა და ენობრივი სტრუქტურით ერთმანეთისგან განსხვავებული ტექსტური მონაკვეთებისაგანაა შემდგარი და მწვავე სოციალურ კრიტიკას შეიცავს. პროვინციულ გარემოში დაბადებულ-გაზრდილი ედგარი ხუთი წლის ასაკში მიატოვა მამამ. გოეთეს ახალგაზრდა ვერტერის ვნებების წაკითხვის შემდეგ ბიჭი სულ უფრო მეტ შინაგან სიახლოვეს განიცდის ამ წიგნის პერსონაჟთან და ყალბ პროვინციულ სტერეოტიპებს ემიჯნება. ყოფილი სანიმუშო მოსწავლე მასწავლებელთან შეკამათების შემდეგ სკოლასა და მშობლიურ პატარა ქალაქს ტოვებს და ბერლინში მიემგზავრება, სადაც საბავშვო ბაღის გვერდით მიტოვებულ ფარდულში დაიდებს ბინას. იქ მას საბავშვო ბაღში აღმზრდელი შარლოტე (შარლი) შეუყვარდება...