1001 ზღაპარი საქართველოზე ( ტომი III)

გიორგი ჭეიშვილი

₾ 13.00 ₾ 19.95 -35%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487453
გვერდები 390
ფორმატი A5
გამოცემის თარიღი 2019
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ტრილოგია „1001 ზღაპარი საქართველოზე“ 1886-1900 წლებში რიგით ადამიანებს თავსგადამხდარ ამბებს, საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში მომხდარ წარმოუდგენელ თავგადასავლებს აერთიანებს, რომლებსაც თავის დროზე ილია ჭავჭავაძე გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე აცნობდა მკითხველს.

 

ეს მეფეების კი არა, ჩვენი ხალხის, რიგითი მოქალაქეების ისტორიაა, რომლებსაც იმდენად ცოცხალი, ქარიზმატული და გამორჩეული გმირები ჰყავთ, რომ მათზე რომანების დაწერაც შეიძლება.

 

ჩვენთვის უცხო და უცნობი ამბები, ერთი შეხედვით, იმ ეპოქაზე მოთხრობილ ზღაპრებს ჰგავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზღაპრის ბოლო აუცილებლად კეთილია, რადგან ადამიანის ცხოვრება ხშირად შემაძრწუნებელი, სახიფათო და წარმოუდგენელი მოვლენებითაა სავსე. სამაგიეროდ ენა, რომლითაც ეს ამბებია მოთხრობილი, ნამდვილად ზღაპრულია და იმ შორეულ, მრავალეთნიკურ და ჭრელ ქვეყანაში მომხდარ დაუჯერებელ მოვლენებს ასახავს, რომელსაც მაშინ საქართველო წარმოადგენდა.

 

III ტომში 1896-1900 წლების 334 ამბავია შესული.