არტთერაპია ფსიქიტური დარღვევების დროს

ფლორა ფონ შპარეტი; ფილიპ მარციუსი; ჰანს ფიორსტლი

₾ 31.80 ₾ 48.95 -35%

Rating details · ratings · reviews

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941478659
გვერდები 510
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ფანტაზიას თუ მივყვებით, მოგონებასთან მიგვიყვანს _ წიგნის ერთ-ერთი ავტორის, ჰან ფიორსტლის ეს ფრაზა არტთერაპიის, როგორც დასურათებული სიღრმის ფსიქოლოგიის არსის ილუსტრაციაა. ადამიანი, როგორც შემოქმედებითი არსება, თხზავს საკუთარ წარსულს, თხზავს მომავალს და შემოქმედია საკუთარი ყოველდღიურობისა. გარდა დაბადებიდან უსინათლო ადამიანებისა, რომელთაც არ იციან როგორ ნახონ სიზმარი. ჩვენ ვხედავთ სიზმრებს, სადაც სიმბოლური ხატები ერთი ასად აჭარბებს სიტყვიერ სიზმრებს. მხედველობის ცენტრი, ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული ჩვენი ტვინის ემოციური მეხსიერების ცენტრთან, განსაკუთრებული როლის მატარებელია ფსიქიკური პროცესების ცვლილებისათვის. ჩვენ უმეტესწილად ვიზუალური ნიშნებით ვეკონტაქტებით ერთმანეთს, როდესაც ვწერთ ან ვკითხულობთ, ნიშნებით ავსახავთ ციფრებს, ჩვენ ვტოვებთ ვიზუალურ კვალს მაშინაც, როცა არაფერს ვქმნით ხელოვნებისთვის, უბრალოდ ჩვენებურად ვათავსებთ საგნებს სივრცეში. ჩვენ ვეთაყვანებით ხატებს, სიმოლოებს და გვწამს მათი განსაკუთრებული ძალის და ინფორმაციის. 

არტთერაპია ისეთივე თვალუწვდენელი, ამოუწურავი საბადოა, როგორც ადამიანის შემოქმედებითობდა, ფიქრი და ფანტაზია. უპირველესად, არტთერაპია ავითრებს ადამიანში თხზვის უნარს, რაც ერთ-ერთი მთავარი თვისებაა, რომელიც გვაახლოებს შემოქმედთან და განგვასხვავებს სხვა ცოცხალი არსებებისგან. ჩვენ, ადამიანებს, შეგვწევს უნარი, შევცვალოთ შინაგანი და გარე რელობები. 

წიგნი შეიცავს ფსიქიატრიის მოკლე კურსსაც, თანამედროვე მედიკამენტოზური არჩევანის რეკომენდაციებსაც და სხვადასხვა დიაგნოზისთვის ეფექტური ფსიქოთერაპიის მოდულების აღწერასაც. ამდენად, წიგნი არა მხოლოდ არტერაპევტებისთვის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში დაკვებული ნებისმიერი პროფესიონალისთვის ძვირფასი საჩუქარია.   

ნათია ფანჯიკიძე