ანგელარიუმი - სასაჩუქრე გამოცემა

რატი ამაღლობელი

₾ 19.95 ₾ 39.90 -50%

Rating details · 37 ratings · 75 reviews

გამომცემლობა
ISBN 9789941238024
გვერდები
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2018
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

კრებულში შემავალი ლექსების უმრავლესობა 10 წლის განმავლობაში, 2006-2016 წლებში იწერებოდა.  

„წიგნი სტილურად არაერთგვაროვანია. თუმცა, არის რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რაც კრებულში თავმოყრილ ლექსებს აერთიანებს. 

პირველი: ესაა სურვილი, მცდელობა, თხზვისას, წერისას – ინდივიდუალური, პირადი ხედვის კუთხის იმგვარად გაფართოებისა და გახსნისა, რომ ის ანგელოსებრივამდე ამაღლდეს, ისე, რომ ინდივიდუალური კი არ დაიკარგოს, არამედ ტრანსფორმირდეს, გაეხსნას, გაეშალოს ანგელოსებრივს. 

მეორე: მათი დანახვა – არა ჩვენი, არამედ მათივე პერსპექტივიდან, შესაბამისად, „ანგელარიუმში“ შესული ყოველი ტექსტი ერთგვარი მცდელობაა, ხშირად ძალისხმევაც – ენის ლანდშაფტებში ისეთი ადგილებისა და მაღლობების მოსაძიებლად, რომლიდანაც ანგელოსები გვზვერავენ ჩვენ და არა ჩვენ – მათ. 

მესამე: ანგელოსების სამყაროსთან არა მშრალი, თეოლოგიური ცოდნით მიახლება, არა მისი სქემატური მოხელთება სქოლასტური „იარაღებით“ და ამ სქემათა პოეტურ ილუსტრაციებად მოტანა, არამედ ხსენებული სამყაროს პოეზიით აღქმა. პოეზია აქ, შემეცნების განსხვავებულ ფორმას გულისხმობს, ანუ, პოეზია, გაიგება როგორც ანგელოსთა სინამდვილის უშუალო განცდებში, აღქმებში ვარჯიში.

რაც უფრო ღრმად ვიხედებით წარსულისაკენ, პოეზიისა და მითოსის კვეთაზე, თვითგამოხატვის ვნებისაგან სრულიად განძარცული პოეზია, თითქოს გამჭვირვალე ფარდაგია, ქსოვილია, რომელიც ღვთაებათა არა მხოლოდ იდეებისა და ცნებების ასპექტებს, არამედ თავად მათი ყოფიერების ხასიათს და მიზნებს ამხელს. „ანგელარიუმიც“ ამგვარი „მხილების“ , გამხელის სურვილით იწერებოდა“.
 

ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე მოულოდნელად მეხსიერებას კარგავს. გამოკვლევები ადასტურებს, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური საფუძველი არ გააჩნია. მისი ქმარი, ასევე, პოლიციელი და ფსიქოთერაპევტი ეჭვობენ, რომ ის ავად არ არის. ეს უცნაური ამბავი თანდათან მასშტაბებს იძენს, ქვეყნის ფარგლებს სცდება და იქცევა დიდი არეულობის დასაწყისად, რომელიც მანამდე გასტანს, სანამ მთელი მსოფლიო სიმართლის გარკვევის მოთხოვნით არ გაერთიანდება. მცირე რომანი „ანას მომენტი", ერთი მხრივ, მესამე სამყაროს ხმაა, რომელიც თანამედროვე მაღალგანვითარებული ქვეყნების ყურს არ სწვდება და მას გულგრილად უვლიან გვერდს, მეორე მხრივ კი პასუხია იმაზე, რა შეიძლება გახდეს ძალადობისა და ტერორიზმის საფუძველი.

სამწერტილები

ირაკლი კაკაბაძე

₾ 9.70 ₾ 14.95 -35%

Rating details · ratings · reviews

მზის ჩრდილი

გურამ ჯახუტაშვილი

₾ 5.20 ₾ 7.95 -35%

Rating details · ratings · reviews