ამაღლების ქუჩა

იაკი კაბე

₾ 11.16 ₾ 13.95 -20%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 978-9941-487-89-7
გვერდები 84
ფორმატი 11.5x15
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

იაკი კაბეს ამ წიგნში უზუსტესი რაკურსებითაა „დაჭერილი“ არათუ წარმავალი, არამედ მარადიული სიცოცხლის თვალსაწიერი, ჩვენი ყოფის გაუსაძლისი და ამავე დროს მშვენიერი ნიუანსები. შესაბამისად, მთელ კრებულს მოულოდნელობის მუხტი კრავს, სიხარულის, სევდის და გაოცების განცდა კი, პირველი გვერდიდან ბოლომდე, მუდმივად აღმავალია.
 
„ამაღლების ქუჩა“ მონატრებულ ქალაქთან და ადამიანებთან ერთად, იმ გზასაც ეძღვნება, რომელიც ადამიანს საკუთარ თავთან აახლოებს. ამ გზის სიძნელე და სიმართლე იაკი კაბეს პოეზიის ქვაკუთხედია.