გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941301995 |
გვერდები | 200 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ერთ დილას მემენტო მორი აღმოაჩენს, რომ რომანის პერსონაჟია და წიგნებში მოგზაურობის სუპერძალა აქვს. ის ცდილობს, საკუთარი უნარები მრისხანე ავტორებს დაუპირისპიროს და მათი გმირები სიკვდილისგან იხსნას: ხან ამაოდ არწმუნებს რომეოსა და ჯულიეტას, რომ თვითმკვლელობა გამოსავალი არ არის და მერე ამ ამბავს ტკბილად გაიხსენებენ, ხან ტუბერკულოზით დაავადებულთა ცნობილ სანატორიუმს ფარულად ამარაგებს პენიცილინით, ხანაც მორიარტის აგდებს ჩანჩქერიდან ჰოლმსის გადასარჩენად. მაგრამ სხვა პერსონაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ გრძელდება, რადგან მემენტო მორი შეიტყობს, რომ მისი ავტორი საკუთარ რომანში ვიღაცის მოკვლას გადაწყვეტს. გამოსავალი კი პერსონაჟების პოსტმოდერნიზმიდან უფრო უსაფრთხო ეპოქებში გახიზვნაა. სწორედ ასე იწყება დიდი მოგზაურობა ცნობილ ნაწარმოებებში, რომლის განმავლობაშიც გმირებმა უნდა შეძლონ და ყოვლისშემძლე ანტაგონისტის, ავტორის მიერ დაგებულ ლიტერატურულ ხაფანგებს უვნებლად დააღწიონ თავი...
მკითხველი უკვე იცნობს ბექა ადამაშვილს მისი პირველი წიგნით “ბესტსელერი“, რომელიც საქართველოში მართლაც ბესტსელერად იქცა და ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც დაიმსახურა ყურადღება. “ამ რომანში ყველა კვდება“ ავტორის მეორე წიგნია.