ალპინიზმი

გენად ბჟინავა, საბა შანავა, ნინო რევიშვილი

₾ 12.60 ₾ 17.95 -30%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941504860
გვერდები 244
ფორმატი 12.5/19
გამოცემის თარიღი 2023
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ცხოვრების ჩქარი რიტმი, დაძაბული გრაფიკი, ცოტა დრო, ბევრი საფიქრალი... ნაკლებად გვაძლევს კითხვის შესაძლებლობას. არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა ასეთ ადამიანებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზოს. ეს არის სერია „თან საკითხავი“. დიახ, თან საკითხავი საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობისას. საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების გარშემო შეკრებილ ინფორმაციას აერთიანებს. „სულ ბოლოს, ოფისში ჯდომა და გაზონის კრეჭა კი არ გაგახსენდება. ჰოდა, აძვერი მაგ წყეულ მთაზე!“ – ეს სიტყვები დიდ ამერიკელ მწერალს, ჯეკ კერუაკს ეკუთვნის. წიგნში სწორედ მსგავსი იდეით შეპყრობილ ადამიანებზე – ალპინისტებზე გიამბობთ, რომლებმაც დაუნდობელ მწვერვალებთან შეხვედრა ცხოვრების წესად აქციეს. ეს გამოცემა გვიყვება თავად ამ მწვერვალებზეც – დაპყრობილებსა თუ დაუპყრობ- ლებზე. მიჩნეულია, რომ ალპინიზმის განვითარების ისტორია 1786 წლიდან იწყება შევეცადეთ, ამ ექსტრემალური სპორტის სახე- ობის გზას დასაბამიდან დღემდე გავყოლოდით და 100 ამბავში თავი მოგვეყარა მწვერვალებთან შეხვედრის დაუოკებელ სურვილსა და სიკვდილ-სიცოცხლის თამაშებზე. სადაც ხშირად მთის სიმკაცრე, უფრო ხშირად კი მასზე შეყვარებული ადამიანები იმარჯვებენ.