წიგნში „აღმოაჩინე და შეისწავლე ცხოველები” ბავშვები ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობენ ჩვენი პლანეტის ცხოველთა სამყაროს შესახებ, გაიცნობენ თითოეული კონტინენტის ფაუნას, აღმოაჩენენ აქამდე მათთვის უცნობ სახეობებს, გაიგებენ, რომელ მათგანს ემუქრება გადაშენების საფრთხე ადამიანის მიერ მიყენებული ზიანის გამო და ისწავლიან, როგორ დაიცვან ბუნება.
წიგნს თან ახლავს 205-ნაწილიანი ოვალური ფაზლი. მისი აწყობისას პატარები იოლად ნახავენ, რომელ კონტინენტზე ბინადრობს ცხოველისა თუ ფრინველის ესა თუ ის სახეობა. ფაზლის აწყობა, ამავე დროს, ხელს შეუწყობს მათი წარმოსახვისა და მოტორული უნარების განვითარებას.
გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941305801 |
გვერდები | |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ასაკი: 6-12
აქტივობა : 205-ნაწილიანი ფაზლი
იცვლება დედამიწა და მასთან ერთად _ მისი ბინადრებიც.
ააწყვე ფაზლი, გაიცანი დედამიწის ბინადარი ცხოველები, რომლებიც საფრთხეში არიან და მათ შესახებ წაიკითხე წიგნში.