გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941235078 |
გვერდები | 312 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გამოცემის თარიღი | 2016 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მთარგმნელი: გია ბერაძე
„ძილისპირულის“ ავტორი უკრაინული წარმოშობის ამერიკელი მწერალი ჩაკ პალანიკია, რომელმაც მსოფლიო აღიარება 1996 წელს გამოცემული „მებრძოლთა კლუბით“ მოიპოვა. წერის მინიმალისტური სტილისა და უაღრესად დაძაბული თხრობის დიდოსტატ პალანიკს პროტაგონისტებად მარგინალი პერსონაჟები გამოჰყავს, რაც წიგნებს ერთგვარ ნონკონფორმისტულ და თავხედურ ელფერს სძენს.
რომანის მთავარი პერსონაჟი გაზეთის რეპორტიორი კარლ სტრიტორია, რომელიც იკვლევს, რამ გამოიწვია ჩვილი ბავშვების სიკვდილიანობა დროის მცირე მონაკვეთში. ის მალევე არკვევს, რომ ყველა გადრაცვლილი ბავშვს სიკვდილის წინა ღამეს ძილის წინ ერთი ლექსი წაუკითხეს. კარლი კვალს მიჰყვება და ერთ-ერთ „მკვლელ“ მშობელთან ერტად ცდილობს გაანადგუროს იმ წიგნის ყველა ეგზემპლარი, რომელშიც ეს ლექსია დაბეჭდილი.
„ძილისპირული“ 2002 წელს გამოქვეყნდა და პალანიკის ერთ-ერთ საუკეთესო და წარმატებულ ნაწარმოებად მიიჩნევა.