გამომცემლობა | წიგნები ბათუმში |
---|---|
ISBN | 978-9941-467-75-2 |
გვერდები | 844 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | მაგარი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ზეიდი სმითის „თეთრი კბილები“ 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად აღიარებული ნაწარმოებია. იგი რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ, ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერესოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი „თანკბილვის პრობლემები“ და „ფესვთა არხები“. წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშნელოვანესი მოვლენები საინტერესო მწერლის თვალით.
ერთდროულად ძალიან სერიოზული და სასაცილო წიგნი, განსაცვიფრებელი დებიუტი... საოცრად ინდივიდუალური, ნამდვილი მწერლის ხმა. ძალიან ვისიამოვნე "თეთრი კბილებით", დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თითქოს...იკბინება. - სალმან რუშდი
ზეიდი სმითის "თეთრი კბილები" 21-ე საუკუნის უდიდეს და უმნიშვნელოვანეს რომანად აღიარებული ნაწარმოებია. იგი რამდენიმე ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთაც ერთი შეხედვით არაფერი აერთიანებთ, ლონდონში ცხოვრების გარდა. წიგნში სხვადასხვა კულტურა, განსხვავებული რელიგიები უპირისპირდება ერთმანეთს. ემიგრანტებიცა და მკვიდრი ლონდონელებიც საკუთარი ადგილის მოპოვებას ცდილობენ და ამ ფონზე ძალიან საინტერსოდ იშლება მათი წინაპრების ისტორიები, მათი ჩახლართული გენეალოგიური ხეები, მათი "თანკბილვის პრობლემები" და "ფესვთა არხები". წიგნი დაწერილია საოცარი მახვილგონივრულობით, იუმორით, უდიდესი სამწერლო ოსტატობით. ტექსტში მრავლადაა ალუზიები სხვადასხვა ნაწარმოებზე, ისტორიული, თეოლოგიური და ფილოსოფიური წიაღსვლები, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის უმნიშნელოვანესი მოვლენები, დანახული საინტერესო მწერლის თვალით