თბილისი – XVII საუკუნის გზამკვლევი ჟან შარდენის მიხედვით

ალექსანდრე მიქაბერიძე

₾ 11.95 ₾ 15.95 -25%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941513305
გვერდები 88
ფორმატი 14 x 19
გამოცემის თარიღი 2025
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია


1672 წლის 17 დეკემბერს, როცა მთელი დღის განმავლობაში ბარდნიდა და თოვლი მძიმედ ეფინებოდა ქართლის სამეფოს დედაქალაქს, ალბათ, ცოტა თუ შენიშნავდა კაპუცინელ ბერებთან ერთად თბილისში შემოსულ უცხოელ მოგზაურს, ნელ-ნელა რომ მიიკვლევდა გზას ვიწრო ქუჩებში. ეს იყო ჟან შარდენი, ოცდაცხრა წლის ფრანგი იუველირი და ვაჭარი, რომლის მახვილი თვალი და დაკვირვებული გონება დაგვიტოვებს თბილისის შესანიშნავ აღწერას, თავისი მოსახლეობით, ბაზრებით, ეკლესიებით, სასახლეებითა და რაც მთავარია, თბილისის ხედის საუცხოო ჩანახატით.

ამ უნიკალურ დოკუმენტზე დაყრდნობით ვეცადეთ ხელახლა წარმოგვედგინა, როგორი იქნებოდა თბილისი XVII საუკუნის მიწურულს. ეს, ერთდროულად, ისტორიული რეკონსტრუქციაცაა და გზამკვლევიც, რომლის მიზანია, თანამედროვე მკითხველს დროში მოგზაურობისკენ უბიძგოს, რათა ერთად მოვინახულოთ ძველი თბილისი, აღმოსავლეთისა და დასავლეთის გასაყარზე მდგარი ქალაქი – ხალხმრავალი, მრავალფეროვანი და ისტორიით მდიდარი.