გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941458408 |
გვერდები | 192 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2015 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
თარგმნა გურამ გოგიაშვილმა
„შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“ პავიჩის ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტია, რომელიც რამდენიმე ნოველისგან შედგება, მაგრამ მწერალს განუყოფელ რომანად მიაჩნია.
ეს არის თავისებური ლიტერატურული თამაშის სამყარო. მწერალი თამაშობს სიტყვებით, ნაი-ნაირი ბედ-იღბლით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით. პავიჩი ამ წიგნშიც არახაზობრივი პროზის ოსტატია, რთულიც და ერთგვარად დამაბნეველიც. ის მჩხიბავიც და მაცდუნებელიცაა, რომლის არც ერთი მომაკვდინებელი ცოდვა შიშს არ გვგვრის – თითოეული ცოდვა მწერლისთვის ახალი და ახალი იმპროვიზაციის თემაა. სიძვასაც, სასოწარკვეთილებასაც, ამპარტავნობასაც, ნაყროვანებასაც, სიხარბესაც, ავისმახსოვრობასაც და შურსაც მწერალი საკუთარი ზღაპრების შესაქმნელად იყენებს. შვიდსავე ცოდვას თავისი შვიდი წამალი აქვს უმანკოების, სასოების, სიმდაბლის, მარხულობის, სიყვარულის, მოწყალებისა და სიმშვიდის სახით, რაც უხილავად თან ახლავსმწერლის მთელ თხრობას...
ეს არის თავისებური ლიტერატურული თამაშის სამყარო. მწერალი თამაშობს სიტყვებით, ნაი-ნაირი ბედ-იღბლით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით. პავიჩი ამ წიგნშიც არახაზობრივი პროზის ოსტატია, რთულიც და ერთგვარად დამაბნეველიც. ის მჩხიბავიც და მაცდუნებელიცაა, რომლის არც ერთი მომაკვდინებელი ცოდვა შიშს არ გვგვრის – თითოეული ცოდვა მწერლისთვის ახალი და ახალი იმპროვიზაციის თემაა.