| გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
|---|---|
| ISBN | 9789941307201 |
| გვერდები | 242 |
| ფორმატი | 13.00 X 19.50 |
| გამოცემის თარიღი | 2021 |
| ყდა | რბილი |
| სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
„შინ – შენ“ ეკატერინე ტოგონიძის ახალი რომანია. წიგნში მიწისძვრა ნიას სამყაროს ძირეულად არყევს. სახლზე გაჩენილი ბზარი ყველაზე ძვირფასის – ოჯახის, ურთიერთობის, მომავლის დანგრევას უქადის. ნია მარტოა – ასეთია ბრძოლის ველზე ეულად დარჩენილი მეომრის როლი, მაგრამ ცხოვრება მეორე შანსს, ნანატრ კინოროლს სთავაზობს და გადაღებებთან ერთად იწყება ახალი, პარალელური რეალობა – ხელოვნება, როგორც თავშესაფარი, როგორც გაქცევა… თუ სინამდვილესთან დაახლოებისა და საკუთარი თავის დაბრუნების ერთადერთი გზა.