შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“

ფენი ფლეგი

₾ 24.90

Rating details · 248653 ratings · 346920 reviews

გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN 9789941474682
გვერდები 502
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2017
ყდა მაგარი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

თარგმნა ნინო მიქაშავიძემ


ფენი ფლეგის რომანს „შემწვარი მწვანე პომიდვრები კაფე „უისელ სტოპში“ ამერიკულ ლიტერატურასა და კულტურაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ამ სევდითა და იუმორით სავსე ისტორიების უკან დგას უმწვავესი საკითხები – ადამიანის უფლებები, უმცირესობები, მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მორალური მხარე, საზოგადოებრივი აზრი და თავისუფლება...


უკვე დაგეგმილი გაქვთ, სად დაისვენებთ ამ ზაფხულს? თუ კაფე „უისელ სტოპში“ შეივლით, იქ: „საუზმე ექვსის ნახევრიდან რვის ნახევრამდეა და შეგიძლიათ შეუკვეთოთ კვერცხი, შვრიის ფაფა, ორცხობილა, ბეკონი, სოსისი, ლორი წითელი საწებლით და ყავა ოცდახუთ ცენტად. სადილად და ვახშმად კი შემწვარი ქათამი, დაბეგვილი ღორის ხორცი საწებლით, ლოქო, ქათამი ცომის გუნდებით ან ბარბექიუ. ასევე, ნებისმიერი სამი სახის ბოსტნეული, ორცხობილა ან სიმინდის კვერი, სასმელი და დესერტი ოცდათხუთმეტ ცენტად.“ პატარა ქალაქში ზაფხულის გატარება უამრავ თავგადასავალს გპირდებათ – იჯი ტრედგუდთან ერთად შეგიძლიათ პირდაპირ ველური ფუტკრების სკიდან მოიპაროთ თაფლი და საყვარელ ადამიანს უწილადოთ; ან ბეტ უიმსთან ერთად მეზობლებზე წეროთ საგაზეთო სტატიები; ან რკინიგზელ ბილთან ერთად სამთავრობო მატარებლები გაძარცვოთ და ღარიბ ფერადკანიანებს კონსერვის ქილები გადაუყაროთ ლიანდაგებზე; ევა ბეიტსთან ერთად მთელი ღამე სვათ და იცეკვოთ მეთევზეთა ბუნაგში; „მჟავე კიტრის კლუბთან“ ერთად ათასგვარად გაეხუმროთ მეგობრებს... ალაბამის პატარა ქალაქ უისელ სტოპში გასართობს თუ სადარდებელს რა დალევს. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომელთაც უყვართ ხუმრობა, ერთმანეთი და გემრიელად ჭამა; აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, უდიდესი გმირობა ჩაიდინონ ისე, რომ მადლობასა და აპლოდისმენტებს არ დაელოდონ, მეტიც, არავის გააგებინონ ამის შესახებ. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც იციან მეგობრობის, დახმარების, სიკეთის, სიცოცხლის ფასი.

ამერიკული ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანეს, ერთი შეხედვით მსუბუქ ტექსტში მწერალი დიდი ოსტატობით აქსოვს ისეთ მწვავე თემებს, როგორიცაა რასიზმი, სეგრეგაცია, უმცირესობის ჩრდილში დგომა, რელიგიური წნეხი ქორწინების მიმართ, ქალთა უფლებები, გლობალიზაციის გავლენა, მოხუცებულების თუ მოძველებული პროფესიების ადამიანების ბედი, მკვლელობისა და ევთანაზიის გამამართლებელი გარემოებების მორალური შეფასება...