შავი წიგნი

ორჰან ფამუქი

₾ 15.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941239229
გვერდები 446
ფორმატი 14.50 X 21.50
გამოცემის თარიღი 2016
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

“ადამიანების უმრავლესობა საგ­ნების ძირითად არსს მხოლოდ იმიტომ ვერ ამჩნევს, რომ ეს არსი ცხვირწინ უდევს. ისინი მხოლოდ მეორეულ, ფარულ არსზე ამახვილებენ ყურადღებას. ამის გამო ჩემს ესეებში მთავარს პირდაპირ განგებ არ ვამბობ, მის დამალვას ვცდილობ. თავისთავად ცხადია, ვინც მოინდომებს, ამ დამალულს ბავშვივით იოლად იპოვის და დაიჯერებს. მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ უმტესწილად გაზეთს ისე გადაუძახებენ ხოლმე ნაგავში, ვერც იმ აშკარა აზრს ამჩნევენ, პირდაპირ რომ წერია, და ვერც ფარულს, რომლის აღმოჩენასაც ოდნავი გონიერება და მოთმინება სჭირდება.” ორჰან ფამუქი, “შავი წიგნი”
ეს არის წიგნი ყველასთვის, ყველასა და ყველაფერზე. მასში ყოველი მკითხველი აღმოაჩენს რაღაცას თავისას და თავისთვის, რაზეც პასუხი მანამდე ვერსად ეპოვა. აქ ზოგი დაკარგულ სიყვარულს დაეძებს, ზოგი – საკუთარ თავს; ზოგს ეკოლოგიური პრობლემები ადარდებს, ზოგს – თვითმყოფადობის დაკარგვა; ზოგი დასავლური კინოს ძალადობას აპროტესტებს, ზოგს ოდესღაც ძლიერი ქვეყნის დაკნინება სტკენს გულს… ორჰან ფამუქის „შავი წიგნი“ ყველას ეხმიანება – ეს პრობლემები მის სამშობლოშიც ისევე აქტუალურია, როგორც ზოგადად მთელ მსოფლიოში.
თუმცა ეს ის პრობლემებია, რომლებიც უბრალოდ რომანის ზედაპირზე დევს და რომელთა ამოკითხვას ზედმეტი ჩაღრმავება არ სჭირდება. სინამდვილეში ნაწარმოები არაერთი ურთულესი პლასტისგან შედგება, რომელთა აღმოჩენა და გაანალიზება მკითხველისთვის მიგვინდვია