ღიმილის ბიჭები

ბესიკ ჩუბინიძე

₾ 15.00

გამომცემლობა სხვადასხვა
ISBN 9789941820502
გვერდები 160
ფორმატი
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

პ რ ო ლ ო გ ი

გამარჯობა ქართველებო! ეს, ჩემი რიგით მესამე წიგნია და მიუხედავად იმისა, რომ წინა - „გზა ჯვარედინი“ და „უკან მომავალში“, ორივე მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრისაა, ვფიქრობ, რომ მესამე, განსაკუთრებულად პასუხობს ამ ჟანრის მოთხოვნებს... უფრო მარტივად, რომ ვთქვა - დავწერე ის, რაც მე საკუთარი თვალით ვნახე 1993 წელს, აფხაზეთის ომში! დავწერე სიმართლე და ძალიან ვეცადე, რომ ზედმეტად მძიმე წასაკითხი რომანი არ გამოსულიყო, თუმცა, ბევრი ისეთი ეპიზოდის გახსენება მომიწია, რომელიც თავადაც ვერ წავიკითხე უცრემლოდ...
ჰო, იმას ვამბობდი, რაც ვნახე ის დავწერე-თქო და ყველაზე საოცარი ის არის, რომ ომის რომანტიკა მინდოდა ამ პატარა რომანში დაგენახათ, წარმოგედგინათ, შეგეგრძნოთ! ჰო, ბატონებო, ზუსტადაც ომის რომანტიკა. გგონიათ, ომში მხოლოდ სიკვდილი, სისხლი და სისასტიკე ბობოქრობს? არა! არ არის, ასე! იმ სისასტიკეშიც იყო ბევრი ლამაზი წუთი, საათი და დღე, გასახსენებლად, რომ საამურია! იყო, იყო-თქო ბატონებო და თუ, ბოლომდე გულით წაიკითხავთ „ღიმილის ბიჭებს“... თავადაც მიხვდებით, რა რომანტიზმი შეიძლება იპოვო ადამიანმა, დიდი სისხლისღვრის და კაცთაკვლის პარალელურად...

ბევრი მოქმედი გმირის სახელი და გვარი შეცვლილი მაქვს, თუმცა, ეს ადამიანები ნამდვილად არსებობენ, ბევრი მათგანი დღესაც ცოცხალია, ბევრი ომში დაიღუპა, ზოგი ომის შემდგომ პერიოდში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ - ყველა ისტორია, რასაც ამ რომანში ამოიკითხავთ - ნამდვილია!

რაც არუნდა ვიძახო და ვამტკიცო, მთავარ გმირს არანაირი შეხება ავტორთან არ აქვს-თქო, ტყუილი გამომივა! - აქვს, და შესაძლოა პირდაპირიც, რადგან ალბათ ასე, რომ არ ყოფილიყო ძალიან გამიჭირდებოდა „ღიმილის ბიჭების“ დაწერა.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ წიგნი მხოლოდ სიტყვათა მარაგი არაა, და არც ამ სიტყვებისგან შექმნილი საინტერესოდ წასაკითხი წინადადებების კრებული. თუ არ განიცდი იმას, რასაც წერ, როგორც ავტორი, ბოდიში ყველასთან, მაგრამ - ყალბი ხარ მაშინ! ჰოდა, იმას ვწერ, რასაც განვიცდი... ასე იყო წინა ორ წიგნზეც და ასეა, ახლაც.

მიპოვეთ „ფეისბუქის“ გვერდზე, ამ სათაურით - „ბესო ჩუბინიძის ბლოგი“, დამიმეგობრდით ვირტუალურ სამუყაროშიც, მომწერეთ თქვენი მოსაზრებები, გამიზიარეთ თქვენი ნაფიქრი და ისევ ერთად, ისევ ძველებურად, ენერგიულად გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ბედნიერი მომავლისთვის გზების ძებნა... ვიპოვით! მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს წარსულს კარგად შევისწავლით, შეცდომებს დავინახავთ, გავითვალისწინებთ, კარგს და ნაღდს - დავაფასებთ და მოვეფერებით, მოვუსმენთ, ყურს დავუგდებთ და მხოლოდ ამის შემდეგ უფრო მარტივი გახდება, ქვეყნის მომავლის ხსნა! ასეა, ეს! ყველგან ვამბობ და აქაც იგივეს გავიმეორებ - იმედი, ბოლოს კი არა, არასოდეს არ კვდება!

დასაწყისის დასასრულს კი, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ადამიანებო! მადლობა თქვენ, რომ კითხულობთ ჩემს ნაწერებს, განიხილავთ, მსჯელობთ, მოგწონთ ან აკრიტიკებთ. მადლობა, რომ ჩემს სატელევიზო გამოსვლებს ყოველთვის დადებითად აფასებთ, მადლობა რომ ყველგან, სადაც არ უნდა შეგხვდეთ სიყვარულს და სითბოს არ იშურებთ! მადლობის გარდა რა შემიძლია?! - ალბათ, მსახურება, თქვენი მსახურება ქართველებო და ჩვენი ქვეყნისა, მას - საქართველო ჰქვიან!

ბესო ჩუბინიძე
თბილისი, 2020 წელი

ნინოშვილის 25

ილია ჭანტურია

₾ 7.10 ₾ 10.95 -35%

Rating details · 11 ratings · 37 reviews