გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941313691 |
გვერდები | 104 |
ფორმატი | 14.5/18 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
„ღრუბელი ოთახში“ ნინო ნადირაძის მცირე რომანია, რომელშიც სიცოცხლისა და სიმარტოვის, სიკვდილისა და სიხარულის პარადიგმები იშლება. ახალგაზრდა წყვილი ქალაქიდან – ქალაქში, ქვეყნიდან – ქვეყანაში დახეტიალობს, ეს გზა კი საკუთარი თავისა და მთელი სამყაროს შეცნობის გზაა, რომელშიც გაუნელებელი, ჭეშმარიტი სიყვარული იბადება.
წყვილის ცხოვრების მოზაიკაში ქვეყნის და საზოგადოების მწვავე პრობლემებიც ირეკლება – სოციალური, მენტალური, სულიერი თუ კულტურული. ამ სიმძაფრით დამუხტულ გარემოში ბუნებრივად ვლინდება, ზოგადად, ადამიანის კრიზისი – რა შეუძლია მას სიცოცხლის გასაუმჯობესებლად? რატომ ამოყირავდა მის წინაშე სამყაროს კითხვები?
პოეტური ექსპრესიით მოთხრობილი ეს უცნაური ამბავი სიყვარულის თავსატეხადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ნინო ნადირაძე კიდევ ერთ მეტაფორულ ამოცანას სთავაზობს მკითხველს – შემთხვევითობისა და მიზეზ-შედეგობრიობის მარადიულ კონფლიქტში, ვისი სული სურს სიყვარულს?..