გამომცემლობა | ზოლიანი კატა |
---|---|
ISBN | 09876543211 |
გვერდები | |
ფორმატი | |
გამოცემის თარიღი | 2020 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
ელენა ფერანტეს "მარტოობის დღეები" (ხათუნა ცხადაძის თარგმანი)
ეს არის წიგნი, რომელიც ემოციურ მონობას აღწერს, სინამდვილეში კი გათავისუფლებაზეა, ჩაძირვას აღწერს, თუმცა მაინც ამოყვინთვაზეა, დაღუპვას აღწერს, არადა გადარჩენაზეა. ელენა ფერანტე არასოდეს გთავაზობს სტანდარტულ გამოსავალს, საშუალებას არ გაძლევს, მოეპოტინო იმას, რასაც სხვები ეპოტინებიან თავის გადასარჩენად. „მარტოობის დღეები“ საკუთარი თავისაგან მიტოვებულ ადამიანზეა, იმაზე, თუ როგორ შეიძლება, განადგურდე ისე, რომ ვერავინ ვერაფერს მიხვდეს და როგორ კურნავს სისასტიკეს სულ პატარა, უჩინარი, უხმო და უსახელო სითბო, რომელიც არასოდეს იცი, საიდან მოვა.
ელენა ფერანტე ფსევდონიმია, მწერლის ვინაობა დღემდე არაა ცნობილი. „მარტოობის დღეები“ (2002) მისი მეორე რომანია, რომელიც გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. ფერანტე დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ავტორია მსოფლიოში.