გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 771512444057 |
გვერდები | 52 |
ფორმატი | 21x29.5 |
გამოცემის თარიღი | 2024 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
„ალბათ 2014 წელი იყო, ნატაშა ლომოურმა ათიოდე მწერალს რომ დაგვიძახა მწერალთა სახლში და თავისი ჩანაფიქრი გაგვანდო საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მოწყობის თაობაზე.
2015 წლის პირველივე ფესტივალი ძალიან წარმატებული გამოვიდა. მისი მთავარი ვარსკვლავი ჟადანი გახდა, არაჩვეულებრივ რუს პოეტ ვერა პავლოვასთან ერთად, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, მისი მოქალაქეა და ასეც მოისურვა, ამერიკის და არა რუსეთის სახელით ფესტივალში მონაწილეობა.
მწერალთა სახლის ბაღი თანდათან პოეტური კითხვების ადგილად იქცა. ყველაფერი დარბაზში იწყებოდა – დისკუსიები, შეხვედრები პროზაიკოსებთან და მოგვიანებით გარეთ გამოვდიოდით – პოეზიას უხდებოდა ეს არაჩვეულებრივი ბაღი და ლექსების ამ სივრცეში მოსმენა და გაჟღერება და ბაღსაც უხდებოდა პოეზია.
თავის ბენდთან ერთად რეზო კიკნაძეც უკრავდა, რომელიც პირველი ფესტივალიდან მოყოლებული ჩვენი ერთგულია და თუ დავუძახებთ, უყოყმანოდ მოდის ხან გახსნის დღის, ხან კი დახურვის დღის გასალამაზებლად.
ძირითადად, ფესტივალის უცხოელ მონაწილეთა რაოდენობა 20-ის ფარგლებში ტრიალებს. ცოტა ნაკლები ან ცოტა მეტი. წელს ზუსტად ოცია. და წესით მომავალ, საიუბილეო, მეათე ფესტივალზე მათი რაოდენობა დაახლოებით 200-ს გაუტოლდება.
წელს ბოიკოტის გამო პირველადაა, რომ ფესტივალს მწერალთა სახლი არ უმასპინძლებს. ორგანიზაციულად ამან ბევრი ახალი სირთულე წარმოშვა, მაგრამ დასავლური ფონდებისა და საელჩოების დახმარებით მაინც ყველა წინააღმდეგობა დაიძლია. მშობლიური სივრცის მიღმა გამართული ფესტივალი შეიძლება გარკვეულწილად სევდიანიც გამოვიდეს, თუმცა, მეორე მხრივ, სხვა შემართებაც შესძინოს მას. „პროტესტი ლიტერატურაში და მის მიღმა“ – ასეთია წლევანდელი ფესტივალის თემა და ალბათ სხვანაირად ვერც იქნებოდა. უცხოელ ავტორებთან ერთად სხვადასხვა რაკურსით ამ თემის გაშლა და ემოციური ანალიზი წინ გველის და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი სასარგებლო გამოცდილებად გადაიხარშება.
მთლიანობაში კი, როცა წლევანდელი პერიპეტიებიც ჩაივლის, ალბათ შეგვეძლება ვთქვათ, რომ ცხრა ფესტივალი იყო ცხრა მთა, გადალახული იმისათვის, რათა თანამედროვე ლიტერატურა ცოცხლობდეს საქართველოში და მსოფლიო რუკაზე თბილისი ცნობილი ლიტერატურული წერტილი იყოს“, – შოთა იათაშვილი.
ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:
- წინა ფესტივალის გასახსენებლად | კარენ ანტაშიანი | სომხეთი | სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
- გარდასული ფესტივალები ცნობიერების ნაკადში | შოთა იათაშვილი
- მატიე კორპატო | შვეიცარია | ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
- დენვერ ბათსონი | აშშ | ინგლისურიდან თარგმნა მანანა მათიაშვილმა
- ნორბერტ ჰუმელტი | გერმანია | გერმანულიდან თარგმნა ბელა ჩეკურიშვილმა
- ვლადიმირ ნეკლიაევი | ბელარუსი | თარგმნა შოთა იათაშვილმა
- აუსტა ფანეი სიგურდარდოუთირი | ისლანდია | ისლანდიურიდან თარგმნა მარიამ ბაშიროვამ
- მარლენ ტისო | საფრანგეთი | ფრანგულიდან თარგმნა მაია ქაცანაშვილმა
- იოზეფ ჰრდლიჩკა | ჩეხეთი | ჩეხურიდან თარგმნა შოთა იათაშვილმა
- ლაურა აჩერბონი | იტალია | იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ
- ოლგა პოვოროზნიკი | უკრაინა | უკრაინულიდან თარგმნა რაულ ჩილაჩავამ
- ზანზალაკი | ურშულა ჰონეკი | პოლონეთი | პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
- არმენ ოჰანიანი | სომხეთი | სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
- როდოლფო ჰესლერი | ესპანეთი | ესპანურიდან თარგმნა ქეთი ხუსკივაძემ | ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ
- მინიატიურები | კარლის ვერდინში | ლატვია | თარგმნა ნინო იაკობიძემ
- ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია | ერიკ ლი | აშშ | ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა
- ქართველი და საბჭოელი: ტიტულირებული ერი და სტალინის აჩრდილი კავკასიაში | ქლერ კაიზერი | აშშ | ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმიშვილმა
- მე და ლეო | მე და ვიგდისი | ლუკა გრიგოლია ესაუბრება ლეო ვარდიაშვილსა და ვიგდის იორთს
ჟურნალი გამოიცა პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით
გარეკანზე: კატია ვოლტერსი | მარიამ სხირტლაძის ფოტო