გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941309878 |
გვერდები | 260 |
ფორმატი | 13.00/19.50 |
გამოცემის თარიღი | 2022 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე
შვეიცარიელი მწერლისა და დრამატურგის, მაქს ფრიშის ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო რომანი „Homo Faber'' მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს. შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება მისი დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც ვეღარ აფერხებს.
მაქს ფრიშის ეს გამორჩეული რომანი მწარმოებელი, ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში „დაკარგული'' ადამიანის მიერ საკუთარი თავის პოვნის ამბავია
HOMO FABER
₾ 13.90