ENGLISH – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი

გელა ჩარკვიანი

₾ 7.00 ₾ 19.95 -65%

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941487218
გვერდები 178
ფორმატი 13.5X20
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი ანგლოფილის მასტერკლასია – იმ ბიჭის ამბავი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიზნად დაისახა, სრულყოფილად შეესწავლა ინგლისური ენა; შეესწავლა ისე, რომ ამ ენაზე შეძლებოდა შეუცდომლად გამოეთქვა ყველაფერი, რასაც მშობლიურ ენაზე წერდა და ლაპარაკობდა, და ცოტა მეტიც.

 

ავტორის დაკვირვებით, ეს რთული გზა აუცილებელ ჩვევათა გამომუშავებაზე გადიოდა, რაც ყოველდღიურად საათობით თავაუღებელ შრომას და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვდა. გელა ჩარკვიანი შთამბეჭდავად აღწერს თავისი მიზნისკენ სვლას – მარცხითა და შელახული თავმოყვარეობით აღძრულ დაუოკებელ სურვილს, რომ შეემეცნებინა ენის სული და ის კულტურული კონტექსტი, რასაც ეფუძნება ინგლისური ენა; ჯერ თვითონ შეესწავლა, შემდეგ კი თავისი უნიკალური მეთოდით სხვებისთვისაც ესწავლებინა ათეული წლების განმავლობაში.

 

ეს წიგნი აუცილებელი საკითხავია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ინგლისურის შესწავლაზე, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ უკვე შეისწავლა ენა, მათთვის, ვინც ასწავლის ინგლისურს და უფროსი კოლეგის ფასდაუდებელი რჩევა სჭირდება, და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ აინტერესებს საბჭოთა კავშირში დაბადებული კაცის ამბავი, რომელმაც უცხო ენა თავისი ცხოვრებისა და კარიერის მუდმივ, განუყრელ პერსონაჟად აქცია.


ნაგერალა 1

გელა ჩარკვიანი

₾ 9.00 ₾ 14.95 -40%

Rating details · 40 ratings · 83 reviews

ნაგერალა 2

გელა ჩარკვიანი

₾ 9.00 ₾ 14.95 -40%

Rating details · 17 ratings · 29 reviews