გამომცემლობა | არტანუჯი |
---|---|
ISBN | 9789941445347 |
გვერდები | 330 |
ფორმატი | 14.8x21 |
გამოცემის თარიღი | 2015 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | გაყიდვაშია |
ჩერნობილის ლოცვა
რუსულიდან თარგმნა ნინო ბექიშვილმა
2015 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი წიგნი.
ბელარუსი რუსულენოვანი მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი ის ავტორია, რომელსაც თარგმნიან და ინტერესით კითხულობენ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ნობელის გარდა მას რამდენიმე სხვა პრესტიჟული ლიტერატურული პრემიაც აქვს მიღებული, მათ შორის პრემია „ტრიუმფი“ – 1997 წ. (რუსეთი); რემარკის პრემია – 2001 წ. (გერმანია), ამერიკელ კრიტიკოსთა პრემია – 2006 წ. (აშშ), შარშან კი მწერალი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გერმანიის წიგნით მოვაჭრეთა გაერთიანებამ მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა.
სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა (და პოსტსაბჭოთა) მნიშვნელოვან ამბებს ზეპირი ისტორიის მეთოდით აღწერს. მისი ნაწარმობებების გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვისი ნაამბობის მიხედვითაც მწერალი ახერხებს სრულიად უნიკალური და შთამბეჭდავი ტექსტების შექმნას.
რომანი „ჩერნობილის ლოცვა“ (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა „უტოპიის ხმები“ უწოდა. ციკლი ხუთი წიგნისგან შედგება: „ომს ქალის სახე არ აქვს“ (1985), „თუთიის ბიჭები“ (1991), „სიკვდილით მოჯადოებულნი“ (1993-1994) და „სექენდ ჰენდის დრო“ (2001).
„ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ“, – ამბობს ავტორი. ეს წიგნი ზეპირი ისტორიის მეთოდითაა დაწერილი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორიებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.
რომანი "ჩერნობილის ლოცვა" (1997) იმ ციკლის ნაწილია, რომელსაც სვეტლანა ალექსიევიჩმა "უტოპიის ხმები უწოდა". ციკლი ხუთი წიგნისგან შედგება. "ჩერნობილის შემდეგ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ",-ამბობს ავტორი. ალექსიევიჩი წლების განმავლობაში დაეძებდა და იწერდა იმ ადამიანთა ისტორებს, ვისაც პირდაპირ შეეხო გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა.