გამომცემლობა | სულაკაურის გამომცემლობა |
---|---|
ISBN | 9789941236921 |
გვერდები | 308 |
ფორმატი | 13.00 X 19.50 |
გამოცემის თარიღი | 2017 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
მთარგმნელი: მამუკა ბუცხრიკიძე
„ვწერ, რადგან უკვე დაიხოცნენ ადამიანები, რომლებიც მიყვარდა. ვწერ, რადგან, სანამ გოგო ვიყავი, დიდი ძალა მქონდა სიყვარულისა, ახლა კი ჩემი სიყვარულის ძალა აღსასრულს უახლოვდება. არ მინდა სიკვდილი...“
ხანა წერს. ის წერს, რადგან სხვაგვარად დაიღუპება. მას ფიზიკური სიკვდილი როდი აშინებს, უსიყვარულოდ არ სურს დარჩენა. რომანი „ჩემო მიხაელ“, ფაქტობრივად, ხანას დღიურებია, ახალგაზრდა იერუსალიმელი ასულისა, რომელიც ამოს ოზს – ცნობილ ისრაელელ მწერალს „შეუჩნდა“ და აიძულა, ქალის ვნებებსა და ისტერიებზე ეწერა.
„ჩემო მიხაელ“ მოხვდა გამომცემლობა „ბერტელსმანის“ მიერ შედგენილ XX საუკუნის ასი უმნიშვნელოვანესი წიგნის სიაში, თუმცა დღემდე ბოლომდე ვერავის აუხსნია მისი საყოველთაო პოპულარობის მიზეზი. რომანში თითქოს არაფერი ხდება ისეთი, რამაც შეიძლება მკითხველი გაიტაცოს: მხატვრული ხერხები მინიმალურია; ორიოდე მთავარი გმირია, უხვადაა პერსონაჟთა დასურათება, ფიქრები, სევდა, სიუჟეტური ხაზი დარღვეულია. წინათქმაში თავად ამოს ოზი შენიშნავს, რომ გამომცემლობა მას ურჩევდა, დრამატული ცვლილებები შეეტანა ნაწარმოებში, მაგრამ იგი უარს იყო. ამტკიცებდა, ძალა არ შემწევს, წიგნის წინააღმდეგ წავიდეო.
ვფიქრობთ, რომანის მთავარი სათქმელიც ეს არის: არაფერი ხდება... ერთფეროვნება ტანჯავს ხანა გონენს – მდიდარი შინაგანი ცხოვრების მქონე ახალგაზრდა ქალს და, როგორც ჩანს, ათასობით მკითხველსაც.