ჩემი საყვარელი ორეული

ნინო ხარატიშვილი

₾ 19.95

Rating details · 166 ratings · 350 reviews

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941466014
გვერდები 374
ფორმატი 14.8x21
გამოცემის თარიღი 2015
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

ჩემი საყვარელი ორეული

გერმანულიდან თარგმნა ნინო ბურდულმა

ნინო ხარატიშვილის „ჩემი საყვარელი ორეული“ 2011 წელს დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობების პრიზით დაჯილდოვდა. ესაა რთული ოჯახური ურთიერთობებისა და მტკივნეული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი.

სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის – ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა, რომელიც ოჯახში დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრავმებით სავსე მათი ბავშვობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.

რომანის მეორე ნაწილში სტელა ქმარ-შვილს ტოვებს და ივოს საქართველოში მიჰყვება, სადაც ივო ვითომდა გარკვეულ დოკუმენტებს იკვლევს, სინამდვილეში კი ერთი ოჯახის წარსულის გამოძიებას ცდილობს. ივოსთვის ნაცნობია ძალადობის, ღალატისა და გაშვილების მწარე გამოცდილება და იმედი აქვს, რომ სტელასთან ერთად სხვისი ოჯახური საიდუმლოს გამოძიებით საკუთარი ოჯახის მტკივნეული ისტორიის დაძლევასა და დავიწყებას შეძლებს.

„ჩემი საყვარელი ორეული“ ამაღელვებელი და მომნუსხველი დრამაა, რომელშიც აკრძალული ვნებისა და წარსულისაგან განთავისუფლების მცდელობის მსოფლიო თემებია ასახული.


 

ნინო ხარატიშვილის ჩემი საყვარელი ორეული 2011 წელს დამოუკიდებელი გერმანული გამომცემლობების პრიზით დაჯილდოვდა. ესაა რთული ოჯახური ურთიერთობებისა და მტკივნეული სიყვარულის ამაღელვებელი ამბავი.
სტელა ოცდაათი წლის ქალია, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ეწევა და მეუღლესთან ერთად ჰამბურგში ცხოვრობს. მისი მყუდრო ცხოვრება ნახევარძმის – ივოს მოულოდნელი გამოჩენით ირღვევა, რომელიც ოჯახში დიდი ხნის გაუჩინარების შემდეგ ბრუნდება. სტელასა და ივოს ამ შეხვედრის სცენები რომანში სულიერი ტრავმებით სავსე მათი ბავშვობის მოგონებებთან თავბრუდამხვევადაა გადახლართული.

რომანის მეორე ნაწილში სტელა ქმარ-შვილს ტოვებს და ივოს საქართველოში მიჰყვება, სადაც ივო ვითომდა გარკვეულ დოკუმენტებს იკვლევს, სინამდვილეში კი ერთი ოჯახის წარსულის გამოძიებას ცდილობს. ივოსთვის ნაცნობია ძალადობის, ღალატისა და გაშვილების მწარე გამოცდილება და იმედი აქვს, რომ სტელასთან ერთად სხვისი ოჯახური საიდუმლოს გამოძიებით საკუთარი ოჯახის მტკივნეული ისტორიის დაძლევასა და დავიწყებას შეძლებს.

ჩემი საყვარელი ორეული ამაღელვებელი და მომნუსხველი დრამაა, რომელშიც აკრძალული ვნებისა და წარსულისაგან განთავისუფლების მცდელობის მსოფლიო თემებია ასახული.

ჟუჟა

ნინო ხარატიშვილი

₾ 12.95 ₾ 19.95 -35%

Rating details · 131 ratings · 329 reviews