გამომცემლობა | ინტელექტი |
---|---|
ISBN | 9789941482410 |
გვერდები | 662 |
ფორმატი | B5 |
გამოცემის თარიღი | 2018 |
ყდა | რბილი |
სტატუსი | არ არის გაყიდვაში |
წიგნში შედის მილორად პავიჩის 4 რომანი:
,,უნიკალური ეგზემპლარი"
,,უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში"
,,შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა"
,,სხვა სხეული"
წიგნში შედის მილორად პავიჩის 4 რომანი:
,,უნიკალური ეგზემპლარი"
მილორად პავიჩის უნიკალური ეგზემპლარი პირველად 2004 წელს გამოიცა. რომანს ასი დასასრული აქვს, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს, მისთვის სასურველი ვერსია აირჩიოს. შესაბამისად, ყველა, ვინც ამ წიგნს გადაშლის, უნიკალური ეგზემპლარის მფლობელი გახდება.
თავად მილორად პავიჩის თქმით, უნიკალური ეგზემპლარის დაწერის იდეა მას სიზმარში მოუვიდა. წიგნის მთავარ თემად სწორედ სიზმრები გვევლინება. უნიკალური ეგზემპლარი არის დეტექტიური რომანი ადამიანური სისუსტეების, შიშებისა და სიყვარულის შესახებ, რომელსაც პერსონაჟები საბედისწერო გადაწყვეტილებამდე მიჰყავს.
უნიკალური ეგზემპლარის კითხვისას არ დაივიწყოთ ავტორის მინიშნება: „როგორ წავიკითხოთ უნიკალური ეგზემპლარი? – შეგნებით, რომ ყველას ის დასასრული ერგება, რომელსაც იმსახურებს“.
,,უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში"
„– თქვენ, ადამიანებს, არ გეხერხებათ საკუთარი დღეების გაზომვა. ზომავთ მხოლოდ მათ სიგრძეს და ამბობთ, რომ დღე 24 საათს გრძელდება. არადა, თქვენს დღეებს ზოგჯერ სიღრმეც აქვთ, თანაც უფრო დიდი, ვიდრე სიგრძე, და ამ სიღრმეს შეუძლია გაუტოლდეს დღის სიგრძის თვესა და წელსაც კი. ამის გამოა, რომ არ ძალგიძთ, თვალი გაადევნოთ საკუთარ სიცოცხლეს, სიკვდილზე რომ აღარაფერი ვთქვათ...“
უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში – ეს არის რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე, ადამიანებზე, რომელთა სახეც „სუნთქავს – ის ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს დროს“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მილორად პავიჩის წიგნი ტაროს კარტზე დაფუძნებული მკითხაობის სახელმძღვანელოა, მაგრამ როგორც პავიჩი ამბობს, რომანი წიგნის გმირთა მომავალს კი არ განჭვრეტს, არამედ მკითხველისას. სწორედ მკითხველს აქვს ის რამდენიმე გასაღები, რომლითაც რომანის გმირების ბედ-იღბალი იხსნება. პავიჩის გმირებს უყვართ, სძულთ, იბრძვიან, მარცხდებიან, იმარჯვებენ მანამ სანამ „ქვა გაილახება და ქარი წონაში მოიმატებს“. თხრობა და კარტების განლაგება თანმიმდევრულია, სწორედ ეს განსაზღვრავს რომანის ფორმის ორიგინალურობას.
,,შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა"
შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა პავიჩის ერთ-ერთი გამორჩეული ტექსტია, რომელიც რამდენიმე ნოველისგან შედგება, მაგრამ მწერალს განუყოფელ რომანად მიაჩნია.
ეს არის თავისებური ლიტერატურული თამაშის სამყარო. მწერალი თამაშობს სიტყვებით, ნაი-ნაირი ბედ-იღბლით, ლიტერატურული პერსონაჟებით, მწერლებით, მხატვრებით, მუსიკოსებით. პავიჩი ამ წიგნშიც არახაზობრივი პროზის ოსტატია, რთულიც და ერთგვარად დამაბნეველიც. ის მჩხიბავიც და მაცდუნებელიცაა, რომლის არც ერთი მომაკვდინებელი ცოდვა შიშს არ გვგვრის – თითოეული ცოდვა მწერლისთვის ახალი და ახალი იმპროვიზაციის თემაა. სიძვასაც, სასოწარკვეთილებასაც, ამპარტავნობასაც, ნაყროვანებასაც, სიხარბესაც, ავისმახსოვრობასაც და შურსაც მწერალი საკუთარი ზღაპრების შესაქმნელად იყენებს. შვიდსავე ცოდვას თავისი შვიდი წამალი აქვს უმანკოების, სასოების, სიმდაბლის, მარხულობის, სიყვარულის, მოწყალებისა და სიმშვიდის სახით, რაც უხილავად თან ახლავსმწერლის მთელ თხრობას...
,,სხვა სხეული"
ხატკეთილი ანა თავის მიჯნურთან ერთად XVIII საუკუნის ვენეციაში ცხოვრობს. ისინი ფერისმცვალებელი ქვის ბეჭდისა და ფეხიანი სასმისის ძირზე წარწერილი უცნაური გამონათქვამის საიდუმლოს გამოცნობას ცდილობენ. ვენეციურ არხთა ტყვიისფერ-ნაცრისფერი წყლები, ისრით განგმირული გონდოლიერი, ბერიკაცი, რომელიც სკარლატის უკრავს, მოკარნავალე ხალხის თვალწინ სამიჯნურო რომანის კვანძის გახსნა და სიუჟეტის სხვა პერიპეტიები საიდუმლოს სწორ ახსნასთან არ გვაახლოებენ.
თითქმის სამასი წლის შემდეგ სერბი მწერალი და მისი ცოლი ლიზა კვლავ წააწყდებიან ქვის ბეჭდის, გამონათქვამისა და „ღვთისმშობლის ცრემლთა “ გამოცანა-საიდუმლოს. პასუხის ძებნა-ძიებაში მწერალი აყენებს სხვა სხეულის თეორიას: სხეული, რომელიც, ბიბლიის თანახმად, მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს ებოძა, გარკვეულ ვითარებაში შესაძლებელია, რომ ადამიანსაც ხვდეს...