ოპერა - 100 ამბავი

ბექა ხოჯავა

₾ 14.00

გამომცემლობა არტანუჯი
ISBN 9789941494147
გვერდები 206
ფორმატი 12.5x19
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

1923 წლის 29 ნოემბერს დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მოყვარულთა ნაწილის აზრით, იმ დღეს საოპერო მუსიკამ სიცოცხლე შეწყვიტა და ხელოვნების სამუზეუმო დარგად იქცა. ზემოთ მოყვანილი დებულების თაობაზე დავა შეიძლება, თუმცა ფაქტია, უკვე დიდი ხანია, ოპერამ მუსიკისა და ხელოვნების სხვა ჟანრებს დაუთმო ადგილი მსმენელისა თუ მაყურებლის გულებში.
 
ამ წიგნის ავტორს სურს, მოგიყვეთ საოპერო მუსიკის ოქროს წლებზე. დროზე, როდესაც ცნობილი კომპოზიტორების მორიგი ოპერის პრემიერა, თუ დიდ მომღერლებს, კონფერანსიეებსა და დირიჟორებს შორის არსებული ურთიერთობა საზოგადოებრივ დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებდა. წიგნში ვერ შეხვდებით რთულ მუსიკალურ ტერმინებს. აქ წაიკითხავთ მხოლოდ ამბებს, ამბებს და ამბებს  საოპერო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებიდან.
 
ავტორ-შემდგენელი – ბექა ხოჯავა