ტელეფას ცხვარი

ირინა ტაბაღუა

₾ 8.95

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 9789941312854
გვერდები 108
ფორმატი 14.5/18
გამოცემის თარიღი 2021
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

„ლექსის წერა ჩვენს დროში საერთოდაც ჰგავს ალესილი სამართებლის პირზე სიარულს: იმდენი სიფაქიზე და ისეთი შინაგანი წონასწორობა სჭირდება იმ განცდების მკითხველამდე სწორად მიტანას, რაც განუწყვეტლივ თუხთუხებს კაცის გულში, რომ ძალიან ხშირად პოეტები სწორედ აქ მარცხდებიან, ამ ორი რამის – მხურვალე განცდებისა და მათი გამოხატვის ფორმათა დაბალანსებაში. 
 
საკვირველია, რომ ირინე ტაბაღუა თავისი შესანიშნავი პირველი წიგნით ისე გაივლის ჩვენ თვალწინ ამ ალესილ სამართებელზე, რომ არც მის ფრაზას, არც მის შინაგან წონასწორობასა თუ იმ ბალანსს, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, ოდნავი ბორძიკი, სულ მცირე განაკაწრიც კი არსად დააჩნდება. ალბათ სწორედ ეს არის ნიჭი და ოსტატობა: ისე მოჰყვე შენი ყველაზე ინტიმური განცდების შესახებ, რომ უხერხულობის განცდა არავის დაუტოვო, ყველაზე წინააღმდეგობრივად განწყობილი ადამიანიც კი თანამგრძნობელად და თანამოაზრედ მოაქციო, პოეზიის დიდებულებასა და უალტერნატივობაში დაარწმუნო. მიხარია, რომ ასეთი ღრმა, საინტერესო პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში“, – გიორგი ლობჟანიძე.