მანცხვარკარი

ჯემალ ქირია

₾ 15.95 ₾ 15.95 -0%

გამომცემლობა ინტელექტი
ISBN 978-9941-31-172-7
გვერდები 906
ფორმატი 14,50/20,50
გამოცემის თარიღი 2020
ყდა რბილი
სტატუსი გაყიდვაშია

ჯემალ ქირიას ექვსნაწილიანი რომანი „მანცხვარკარი“ მეოცე საუკუნის ეპოპეადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ საუკუნის ტრაგიზმი, ქარტეხილები, ძალადობრივი და უსამართლო სისტემების მონაცვლეობა სამეგრელოს (კერძოდ, ზუგდიდის) მკვიდრთა ცხოვრების ფონზე შთამბეჭდავად იხატება. რომანის მთავარი გმირი – მართალი თოდუა და მის გარშემო გამოკვეთილ პერსონაჟთა პალიტრა იმ წინაპართა პროტოტიპებია, ვინც გასული საუკუნის უფსკრულებში ჩაილეწა, ვისაც თავისი რწმენის და სიმართლის, ბოროტების და მადლის წილ მიეზღო და ამქვეყნიური ვალიც მოიხადა ღვთისა და ადამიანთა წინაშე.
 
 
რევოლუციები, ორი მსოფლიო ომი, ღალატი და უღმერთობა, ერთმანეთს დაპირისპირებული თაობები, იმედი და ილუზია, გაორებული ადამიანები და რწმენამიმქრალი სულები – ეს ის პლასტებია, რომლებიც ამ სქელტანიანი რომანის ქარგას ქმნიან და მათ ფონზე ვითარდება უამრავი თავგადასავალი, ადამიანური დრამა, სადაც მტყუანისა და მართალის მიღმა დაკარგული (თუ დავიწყებული) ჭეშმარიტება იკითხება. სწორედ ეს ჭეშმარიტებაა დალექილი მთავარი გმირის მეხსიერების ფსკერზეც. მისი სულიერი ძალისხმევა ამ ჭეშმარიტების გახსენებას, მის რეალობაში ამოზიდვას ხმარდება. ამ ღონიერი აქტით იმსჭვალება „მანცხვარკარის“ უზარმაზარი საგა და ეს მუხტი გადამდებად მოქმედებს მკითხველზეც.
 
 
„მანცხვარკარი“ მწერლის მიერ იმ კარის ხელახლა აღმოჩენას და შეღებასაც ჰგავს, რომელიც გასულმა საუკუნემ, ბოროტების სახელით მიიხურა და წყვდიადში მოიყოლა სიყვარული, რწმენა და იმედი.