შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი

ართურ კონან დოილი

₾ 10.90

გამომცემლობა სულაკაურის გამომცემლობა
ISBN 9789941302022
გვერდები 412
ფორმატი 14.50 X 21.50
გამოცემის თარიღი 2018
ყდა რბილი
სტატუსი არ არის გაყიდვაში

შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ აერთიანებს 11 მოთხრობას, რომლებში აღწერილი ამბებიც მაშინ მოხდა, როცა დოქტორი უოტსონი შერლოკ ჰოლმსთან ერთად ბეიკერ-სტრიტზე ცხოვრობდა.

ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი, ლეგენდარული გამომძიებელი შერლოკ ჰოლმსი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. კონან დოილმა 4 რომანი და 56 მოთხრობა დაწერა შერლოკ ჰოლმსზე და ყოველი მათგანი დეტექტიური ჟანრის კლასიკად იქცა. ჩახლართული დანაშაულის შესახებ დოქტორი უოტსონი გვიამბობს, თუმცა გამოძიების ბოლომდე არც მას და არც მკითხველს არ ესმით, როგორ ხსნის დეტექტივი ყველაზე იდუმალ დანაშაულს, სანამ ამბის დასასრულს თავად არ განგვიმარტავს „დედუქციური მეთოდის“ საიდუმლოს.